ახალგაზრდული

ახალგაზრდული

როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. ფს. 126:4

რამოდენიმე ათწლეულია, რაც საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირში არსებობს ახალგაზრდული მსახურება. ეკლესიებში ახალგაზრდები დაკავებულნი არიან: უფლის განდიდებით და ბიბლიის შესწავლით. ახალგაზრდები აქტიურად ეხმარებიან მსახურ ძმებს, როგორც სულიერ მსახურებაში ასევე ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაში .

კავშირის მაშტაბით ტარდება არაერთი ღონისძიება (ვიქტორინები, შეჯიბრი ფეხბურთში, საზაფხულო ბანაკები და ა. შ.), რაც ხელს უწყობს სხვა ახალგაზრდების გაცნობასა და დამეგობრებას.

ჩვენი ეკლესიები ლოცულობენ, რომ ახალგაზრდული მსახურება გაძლიერდეს და ქრისტეს ეკლესიას მეტი ახალგაზრდა შემოუერთდეს.