ბავშვთა

ბავშვთა

„ყმაწვილი თავიდანვე სწორად გაწვრთენი და სიბერეშიც არ გადაუხვევს გზიდან.“ იგ. 22:6

მომავლის კლუბი

რას აძლევს კლუბი ბავშვებს
  1. გებულობენ ღმერთის შესახებ, თავიანთ შემომქმედზე და მხსნელზე.
  2. ზეპირად სწავლობენ  წმინდა წერილების მუხლებს (ფს.118:9; 118:11).
  3. იძენენ მეგობრებს ქრისტიან ბავშვებს შორის.
  4. შეუძლიათ მიიღონ ქრისტე როგორც საკუთარი მხსნელი (მოინანიონ).
  5. შეუძლიათ დარჩნენ ეკლესიაში და იარონ საკვირაო სკოლაში.
  6. მონაწილეობენ ღვთის მსახურებაში.
  7. მრავალმხრივ ვითარდებიან ხელოვნების წრეებში საქმიანობით.
  8. ადიდებენ უფალს როცა მღერიან ქრისტიანულ საბავშვო ჰიმნებს.
  9. უზიარებენ სხვებს თავიანთ ცოდნას.
  10. შეუძლიათ გამოიყენონ წერილების ჭეშმარიტებანი თავიანთ ცხოვრებაში.
  11. სწავლობენ ლოცვას.
  12. სწავლობენ უფროსების პატივცემას, მშობლების დაფასებას, და მეგობრულ დამოკიდებულებას სხვებთან.

მომავლის კლუბის კოორდინატორი საქართველოში

დავით მაისურაძე

ელ. ფოსტა: Datomaisuradze44@gmail.com

ეკატერინე მოსიაშვილი

ელ. ფოსტა: Ekomosiashvili@gmail.com

საბავშვო ქრისტიანული ჟურნალი „ბილიკი“.

წლებია უკვე, რაც ჩვენ ჩვენი გერმანელი მეგობრების დახმარებით გამოვცემთ ამ საბავშვო ჟურნალს. ჟურნალი განკუთვნილია სკოლის დაწყებითი და საშუალო კლასების ბავშვებისათვის. ჟურნალში იბეჭდება ქრისტიანული მასალა, ან ისეთი მასალა, სადაც ზნეობისა და სიკეთის ბიბლიური პრინციპებია წინა პლანზე წარმოჩენილი.

ჟურნალი „ბილიკი“ გამოდის კვარტალში ერთხელ, ანუ წელიწადში ოთხჯერ. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალში ძირითადად ნათარგმნი მასალაა წარმოდგენილი, ჩვენ ჩვენი მეგობრების დახმარებით და ჩვენს ხელთ არსებული მწირი ძალებით ვახერხებთ ადგილზე შექმნილი მოთხრობებითა და სხვა სახის მასალით ჟურნალის შევსებას.

ჟურნალ „ბილიკს“ უკვე ჰყავს თავისი მკითხველი, და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ისინი (ბავშვები და დიდები) უფრო აქტიურად ჩაერთვებიან და დაგვეხმარებიან იმაში, რომ „ბილიკი“ უფრო საინტერესო და უფრო ქართული გახდეს!

ქართული გამოცემის რედაქტორი

ლუხუმ მაისურაძე

ელ. ფოსტა: Lukhummaisuradze@yahoo.com