„უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ“

„უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ“

„უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ“ (იოანეს სახარება 8:58).
ზოგიერთ რელიგიურ წრეებში არსებობს აზრი, რომ თავად იესოს არასოდეს უმტკიცებია, რომ ის ღმერთია. ასეთი ადამიანები თვლიან, რომ ის ერთ-ერთი უდიდესი მოძღვარი, წინასწარმეტყველი, თუნდაც ანგელოზი იყო, მაგრამ არა მარადიული და ყველგანმსუფევი ღმერთი. ფარისევლებთან საუბარში იესო იყენებს ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ „მე ვარ-ს“, რომელიც ძალზე ახლოს დგას „მე ვარ, რომელიც ვარ“ გამოთქმასთან, ეს კი თავისთავად იმისი წონიანი მტკიცებაა, რომ იესო თავს ღმერთს უტოლებს. შემდეგ კი ამტკიცებს, რომ ებრაელების მამამთავარზე, აბრაამზე წინ იყო.
იესო აცხადებს თავს, როგორც ღმერთს, რომელიც მარადიულად არსებობს თავისთავად და იმყოფება დროის, სივრცისა და მატერიის მიღმა.
სწორედ ამ სიტყვებმა გაამწარა ფარისევლები ისე ძალიან, რომ დასწვდნენ ქვებს, რათა ჩაექოლათ იესო გმობისთვის, მაგრამ მან გაიარა მათ შორის და მიეფარა მათ თვალს.
რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ ქრისტეზე, ვინც არ უნდა გვეგონოს ის, ის ის არის, ვინც არის, და ის, რასაც თავს უწოდებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.