„უთხრა მას იესომ: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“

„უთხრა მას იესომ: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“

„უთხრა მას იესომ: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (იოანეს სახარება 11:25).
ჩვენ ყოველწლიურად ავღნიშნავთ პასექს – იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღესასწაულს. განა ექნებოდა ამას რაიმე აზრი, თუ არ აღდგებოდა ქრისტე და ამასთან არ იქნებოდა მტკიცებულებები? აღდგომა – მომხდარი ფაქტია, რომლის მოწმეებიც გახდნენ მოციქულები და ქრისტეს სხვა მიმდევრები. სწორედ ამან მიანიჭა მათ ძალა და გაბედულება გაევრცელებინათ ქრისტეს სწავლება მთელს მსოფლიოში და შემდეგ მოწამეობრივად აღსრულებულიყვნენ, თავიანთი მასწავლებლის მსგავსად. ისინი ძალიან კარგად აცნობიერებდნენ, რომ ერთხელაც ქრისტე მათაც აღადგენს საუკუნო სიცოცხლისათვის (1 კორინთელთა წერილი 15:53-54).
თითოეულ ჩვენგანს ელის მომავალში დიდებული ცვლილება. ჩვენ აღვდგებით: ერთნი საუკუნო სიცოცხლისათვის ღმერთთან ერთად, სხვები საუკუნო სასჯელისათვის. ღმერთს სურს რომ ყველა ადამიანი იყოს დახსნილი. ამისათვის აქ, დედამიწაზე, აუცილებელია განვიცადოთ სულიერი აღორძინება, აუცილებელია ცოდვების მონანიება და ქრისტეს, როგორც საკუთარი უფლის მიღება. სთხოვე ღმერთს შემოვიდეს შენს ცხოვრებაში, დაიწყე მისი მცნებების მიხედვით ცხოვრება – და მაშინ, შენც აღდგები საუკუნო სიცოცხლისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.