„უთხრა მათ იესომ: „მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ვინც მე მირწმუნებს, არასოდეს მოსწყურდება.“ (იოანეს სახარება 6:35)

„უთხრა მათ იესომ: „მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ვინც მე მირწმუნებს, არასოდეს მოსწყურდება.“ (იოანეს სახარება 6:35)

ბევრ ჩვენგანს ბავშვობიდანვე არაერთხელ ესაუბრებოდნენ პურის მნიშვნელობაზე და მოჰყავდათ იმ ქვეყნების მაგალითი, სადაც ადამიანები კვდებიან საკვების ნაკლებობის გამო. ამგვარი შეგონებების მკაფიო მიზანი ცხადია იყო უფროსების სურვილი ჩამოგვყალიბებოდა ხასიათი და გვესწავლა იმისი გაფრთხილება, რაც ძვირფასია, რასაც ხანდახან სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ და მიგვაჩნია, რომ ეს სულ ასე იქნება.
როცა იესო ამ სიტყვებს ამბობდა, პური პალესტინის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ძირითადი საკვები იყო. იმ დროს ჩვენს მიერ ყოველდღიურად გამოყენებულ ბოსტნეულს, მაგალითად, კარტოფილს, ჯერაც არ იცნობდნენ ევროპასა და აზიაში მცხოვრები ადამიანები.
როცა ამბობდა, რომ ის არის სიცოცხლის პური, იესო ხაზს უსვამდა თავის შეუცვლელობას თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ისევე როგორც ფიზიკურ მსოფლიოში არსებობს კვების ძირითადი პროდუქტები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს აუცილებელი ნივთიერებებით ამარაგებს, ასევე სულიერ სამყაროში არსებობს ის, ვისაც შეუძლია დააკმაყოფილოს ჩვენი სულის ყველა მოთხოვნილება – უფალი იესო ქრისტე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.