. . . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.

. . . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.

იოანეს სახარება 6:26

თავისი მიწიური მსახურების განმავლობაში იესომ  ბევრი სხვადასხვა სასწაული მოახდინა. ამ დროს მას ადამიანების გაოცება და მოწინააღმდეგეების დასჯა არ ჰქონია მიზნად. მას სურდა ადამიანების ყურადღება გაცილებით მნიშვნელოვანი და გლობალური საკითხებისადმი მიემართა. გარკვეულ მომენტამდე მოწაფეები იესოს გვერდით თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობდნენ. იგი ზრუნავდა მათზე. ისეთ საკითხშიც კი, როგორიც კვებაა, მათ შეეძლოთ ჰქონოდათ თავიანთი მოძღვრის იმედი.

თუმცა იესოს სურდა, რომ მის მიმდევრებს ესწავლათ მასში ღმერთის ძალის დანახვა და ერწმუნათ მისი ღვთაებრივი წარმოშობა. ეს მათ ძალასა და დარწმუნებას შესძენდა მისი ტანჯვის დღეებში. მაგრამ, სამწუხაროდ, მოწაფეების აზრები სხვა რამით იყო დაკავებული. ჭეშმარიტება იმაშია, რომ აუცილებელია შევამჩნიოთ ღმერთის კურთხევები ჩვენს ცხოვრებაში და მადლობლები ვიყოთ ამ კურთხევებისთვის, რათა მთავარი ყოველთვის მთავარი იყოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.