ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, რადგან ისინი დაპურდებიან.

ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, რადგან ისინი დაპურდებიან.

მათეს სახარება 5:6

შიმშილი ძლიერი გრძნობაა. როდესაც ადამიანი განიცდის შიმშილს, მას სხვა არაფერზე ფიქრი არ შეუძლია, გარდა იმისა, რომ დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება საკვებზე. ეს მისთვის უპირველესი მიზანია. თუმცა ამ შემთხვევაში ლაპარაკი ფიზიკურ შიმშილზე კი არ არის, არამედ ღმერთის სიმართლისა და ჭეშმარიტების ძიებაზე.

თითოეულ ჩვენგანს უძებნია სიმართლე ქვეყნად. და რადგან ვერ გვიპოვია, იმედი დაგვიკარგავს და მივსულვართ დასკვნასთან, რომ სიმართლე ალბათ არც არსებობს. ამასთან ერთად, თავად ჩვენც გვიჭირს სიმართლით ცხოვრება, ვინაიდან სოფელი სიცრუით არის სავსე. სიმართლის პოვნა მხოლოდ ღმერთში შეიძლება. „. . . მე ვარ უფალი, . . . არ შერცხვებიან ჩემი მოიმედენი“ (ესაია 49:23) – ნათქვამია წმიდა წერილში. ყველას, ვინც უფიქრდება ცხოვრების აზრს და მთელი გულით ეძებს ჭეშმარიტებას, ღმერთი აუცილებლად მიუთითებს სწორ გზაზე და დააკმაყოფილებს მის სულიერ შიმშილს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.