იხარეთ დ ილხინეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე ადრე იყვნენ.

იხარეთ დ ილხინეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე ადრე იყვნენ.

(მათეს სახარება 5:12)

ჩვენ ხშირად ვცხოვრობთ რაღაც კარგის მოლოდინში, მაგალითად, შვებულების დასაწყისის, ქორწინების დღის ანდა ბავშვის დაბადების. თავად აზრი ამის შესახებ იწვევს სიხარულს ჩვენს გულში და ღიმილს სახეზე. მოლოდინი გვეხმარება გადავლახოთ სხვადასხვა სიძნელეები და გასაჭირები. ბევრ ცნობილ ადამიანს მომავალზე ფიქრი აძლევდა ძალას სახელოვანი საქმეებისა და აღმოჩენებისათვის. ღმერთის წინასწარმეტყველთა უმრავლესობამ ცხოვრების რთული გზა განვლო: ისინი ხვდებოდნენ მიუღებლობასა და უარყოფას თანამედროვეთა მხრიდან, მათ დევნიდნენ, კლავდნენ კიდეც. მაგრამ მათ ღმერთის აღთქმების იმედი ჰქონდათ და მისი ერთგულნი რჩებოდნენ ბოლომდე.

იესო თავის მიმდევრებს მოუწოდებს იცხოვრონ არა მხოლოდ დღევანდელი რეალობით, არამედ დიდებული მომავლის მოლოდინითაც, როდესაც ყოველი გულწრფელი მორწმუნე ზეციურ ჯილდოს მიიღებს. როგორც დედა, რომელიც შობს ბავშვს, სწრაფად ივიწყებს განვლილ ტკივილს და ხარობს ქვეყნად მოვლენილი პატარათი, ასევე გავიხარებთ ჩვენც, როდესაც შევალთ ღმერთის დიდებაში და სამუდამოდ დავივიწყებთ გარდავლილ ტანჯვას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.