„ეცადეთ იქონიოთ ყველასთან მშვიდობა და სიწმიდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს.“ ებრაელთა 12:14

„ეცადეთ იქონიოთ ყველასთან მშვიდობა და სიწმიდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს.“ ებრაელთა 12:14

მშვიდობა – არ არის სულის ეფემერული მდგომარეობა, არამედ გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა. მოციქული პავლე მორწმუნეებს მოუწოდებს  მთელი ძალისხმევით ეცადონ, რომ მშვიდობა და თანხმობა შეინარჩუნონ სხვა ადამიანებთან. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყოველთვის ადვილი არ არის. . . ამაში დაგვეხმარება მისწრაფება, მოვიქცეთ სწორად, რაც მოეწონება ღმერთს. ეს საუკეთესო მოტივაციაა იმისათვის, რომ ვებრძოლოთ  ჩვენს ხასიათს და საკუთარი სიმართლის განცდას. დედამიწაზე არ არიან იდეალური ადამიანები, გამონაკლისები არც ჩვენ ვართ. ჩვენ არა მხოლოდ ერთმანეთის მოთმენა უნდა ვისწავლოთ, არამედ უნდა ვეძიოთ ნამდვილი მშვიდობა და თანხმობა. მოციქული პეტრე წერს, რომ სიყვარული გვეხმარება დავფაროთ ჩვენი მოყვასის ცოდვათა სიმრავლე (1პეტრე 4:8). მშვიდობა ადამიანებს შორის მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც ვისწავლით ერთმანეთის სიყვარულსა და ერთმანეთის  დათმობას. ცალმხრივი მშვიდობა არ არსებობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.