„ერთი ლუკმა ხმელი პური და სიმშვიდე სჯობს საკლავით სავსე სახლს, სადაც უთანხმოებაა.“ იგავები 17:1

„ერთი ლუკმა ხმელი პური და სიმშვიდე სჯობს საკლავით სავსე სახლს, სადაც უთანხმოებაა.“ იგავები 17:1

როგორ არ უნდა ისურვოს ადამიანმა სიმშვიდე. ეს ის არის, რაც ასე აკლია ბევრ თანამედროვე ოჯახს. დაქორწინებისას, ახალგაზრდები ხშირად ფიქრობენ, რომ მათი ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საწინდარი ფინანსური კეთილდღეობა იქნება. თუმცა ეს ასე არ არის. რამდენმა ოჯახმა განიცადა ნგრევა და იმედგაცრუება თავისი ოჯახური ცხოვრების არასწორი საფუძვლის არჩევისა და პრიორიტეტების არასწორი დალაგების გამო. ბევრ სტაჟიან ოჯახს დღესაც არ ესმის, რატომ არ არის სიმშვიდე მათ ურთიერთობებში? ბრძენი მეფე სოლომონი ხაზს უსვამს, რომ მსოფლიოს არანაირ საგანძურებს არ შეუძლიათ შეცვალონ მშვიდობა და სიწყნარე სახლში. ბედნიერი ოჯახური ცხოვრება, ანუ,  სიმშვიდე, სიყვარული და ურთიერთგაგება  – არის ღმერთის გეგმა ადამიანისათვის. ასეთი ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ ოჯახში იმყოფება ღმერთი და სრულდება მისი მცნებები. არასოდეს არის გვიან გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებებს ქორწინებასთან დაკავშირებით და დავიწყოთ მისი აშენება სწორ საფუძველზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.