„დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე კეთილი ნების ადამიანებს!“ ლუკას სახარება 2:14

„დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე კეთილი ნების ადამიანებს!“ ლუკას სახარება 2:14

იმ ღამეს, როდესაც დედამიწაზე მოვიდა მხსნელი, ანგელოზთა დასი აფუსფუსდა. ზეციურმა მხედრობამ ამ მომენტის მნიშვნელობა მთელი დედამიწისათვის წინასწარმეტყველური სიტყვებით გვაუწყა: „მშვიდობა დედამიწაზე კეთილი ნების ადამიანებს!“

ღმერთმა იმდენად შეიყვარა ადამიანები, რომ მიიღო გადაწყვეტილება გამოეგზავნა ჩვენთან თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მას ქმნილება თავის მქმნელთან შეერიგებინა. ეს დიდი ღვთიური ნიჭია! ისევე როგორც შობის ვარსკვლავი კიაფობდა ბეთლემის ცაზე, ასევე შეუძლია ღმერთის მშვიდობას აკიაფდეს შენს გულში. აღიარე უფალი იესო ქრისტე მხსნელად და ღმერთად. პირად ლოცვაში სთხოვე მას ცოდვებისა და აწ გარდავლილი, უღმერთო ცხოვრების, რომელიც შორს იყო სრულყოფილებისაგან, პატიება – და ღმერთის მშვიდობა აუცილებლად აავსებს შენს გულს. მშვიდობა, რომელიც მოგცემს დარწმუნებას რომ უფალთან ერთად იქნება ამ ცხოვრებაშიც და მარადისობაშიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.