. . . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ ჩემი მამა გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან.
. . . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ ჩემი მამა გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან.
იოანეს სახარება 6:32
იესო ქრისტეს ოპონენტები მუდმივად მოითხოვდნენ მისი სიტყვების ჭეშმარიტების დადასტურებას, თუმცა კი თავად ხედავდნენ როგორ კურნავდა იგი სნეულებს, როგორ აღადგენდა მკვდრებს და როგორ ახდენდა სხვა სასწაულებს. მათ გაიხსენეს სასწაული, რომელიც უფალმა აღასრულა მოსეს მეშვეობით, გაუგზავნა რა ციური მანანა მათ წინაპრებს. თუმცა, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ამ სასწაულის შემდეგაც კი, ისრაელის რწმენა არ გამხდარა ძლიერი. მუდმივი ეჭვები ღმერთისა და მისი წინამძღოლობის მიმართ ანგრევდა ღმერთის დამოკიდებულებას მისი რჩეული ხალხისადმი.
იესო ლაპარაკობს სხვა პურზე, რომელიც ადამიანებს მამა ღმერთისაგან მიეცა. მისი ძე იესო ქრისტეა სწორედ ზეციდან ჩამოსული ჭეშმარიტი პური. ის, ვინც მიიღებს ამ ზეციურ პურს, აღარ გამოსცდის მომავალში სულიერ შიმშილს, არამედ ექნება თავისთავში უხვი სიცოცხლე. ჭეშმარიტება იმაშია, რომ ჩვენში რწმენის არსებობა ან არარსებობა განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას ღმერთის მიმართ.