2006 წლიდან დაიწყო ქართულ-ამერიკული საზაფხულო ბანაკების ჩატარება. 3 წელი ასე გრძელდებოდა, შემდეგ უკვე 2009 წლიდან ჩვენი კავშირი დამოუკიდებლად ატარებს ბანაკებს. ძირითადად ბავშვთა, ასევე ახალგაზრდებისთვის და რიგ შემთხვევაში საოჯახო ტიპის ბანაკებს.
ბანაკის ჩატარების მიზანია; ბავშვებს შეუქმნას მეგობრული გარემო სადაც შეძლებენ ახალი მეგობრების შეძენას, მიიღებენ მონაწილეობას, როგორც სპორტულ ასევე სხვა სახალისო ღონისძიებებში, და რაც მთავარია ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ ღვთის სიტყვა და უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ თავიანთი შემოქმედის შესახებ.
ჩვენს კავშირში არსებული საბანაკე ბაზები: ურეკი (დასავლეთ საქართველო), ყინწვისი (ცენტრალური საქართველო). კუჭატანი (აღმოსავლეთ საქართველო).