ჩვენ მივესალმებით ყველას, ვინც დაინტერესდება და ნახავს აქ წარმოდგენილ წიგნებს. ცნობილია, რომ წიგნი და მითუმეტეს კარგი წიგნი საფუძველია ადამიანის სულიერების, მისი ერუდიციისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისათვის, ამიტომაც ჩვენც შევეცადეთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა ამ საქმეში. უნდა აღინიშნოს კავშირის მესვეურთა მიერ გაწეული შრომა ამ მხრივ, მათი დაინტერესება. მიუხედავად არსებული რესურსების სიმწირისა, ჩვენ მოვახერხეთ რიგი ნაშრომებისა და ბევრი აპოლოგეტიკური წიგნის თარგმნა. ამისათვის მადლობას ვუხდით ჩვენს უფალს, ვინც გვაძლევს ძალასა და სურვილს, რომ ეს საქმიანობა კვლავაც გავაგრძელოთ (გაცნობებთ, რომ მალე გამოვა მილარდ ერიქსონის ცნობილი წიგნი „ქრისტიანული თეოლოგია,“ გამოვა ასევე სხვა წიგნებიც.
![](https://baptist.ge/wp-content/uploads/2021/03/ბიბლიური-კომენტარები-ქრისტიანებისთვის-ახალი-აღთქმა-669x1024.jpg)
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ცნობილი ავტორის უილიამ მაკდონალდის მონუმენტური ნაშრომის „ბიბლიური კომენტარები მორწმუნეებისათვის“ ახალი აღთქმის ნაწილი. წიგნი სამ ტომად არის გამოცემული და მასში მხოლოდ ახალ აღთქმაში შემავალი წიგნების კომენტარებია წარმოდგენილი. ბიბლიით დაინტერესებული მკითხველი ნამდვილად ისიამოვნებს ამ ნაშრომის მაღალი სულიერებით, ფართო თვალსაწიერითა და ინფორმაციული სიმდიდრით.
![](https://baptist.ge/wp-content/uploads/2021/03/ახალი-აღთქმის-მიმოხილვა-მერილ-ს-681x1024.jpg)
ხაზგასმულად გამოვყოფდით მერილ ს. ტენის ნაშრომებს: „ძველი აღთქმის შესავალი“ და `ახალი აღთქმის შესავალი.~ ეს წიგნები ჩვენს მიერ ადრევე გამოიცა. ისინი წარმოადგენენ ე. წ. სასწავლო წიგნებს და განკუთვნილია ქრისტიანული სასწავლებლების სტუდენტებისთვის.
![](https://baptist.ge/wp-content/uploads/2021/03/ქრისტიანული-ეთიკა-და-სულიერება-ნორმან-გეიზლერი-პოზიციები-და-საკითხები-705x1024.jpg)
შემდეგ გვინდა აღვნიშნოთ ასევე ცნობილი ავტორის ნორმალ გეიზლერის „ქრისტიანული ეთიკა.“ წიგნი ორი ნაწილისგან შესდგება. პირველ ნაწილში წარმოდგენილია ეთიკური პოზიციები, როგორებიცაა: ანტინომიანიზმი, სიტუაციონიზმი და ა. შ. ეს ნაწილი მთავრდება პოზიციით, რომელსაც კლასიკური აბსოლუტიზმი ეწოდება. რაც შეეხება მე-2 ნაწილს, აქ წარმოდგენილია ეთიკური საკითხები: როგორებიცაა: აბორტი, ევთანაზია, სიკვდილით დასჯა, ომი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და სხვა. ეს ნაწილი მთავრდება ეკოლოგიით. წიგნში წარმოდგენილი თემები და საკითხები აქტუალური და საინტერესოა.
![](https://baptist.ge/wp-content/uploads/2021/03/ჯეიმს-ნორტი-ეკლესიის-ისტორია-680x1024.jpg)
ჩვენს ბიბლიოთეკაში არის ასევე ჯეიმს ნორტის „ეკლესიის ისტორია.“ ეს ნაშრომი წარმოადგენს ეკლესიის ისტორიის მცირე კურსს. ამისდა მიუხედავად წიგნი ინტერესით იკითხება და შეიძლება ითქვას სრულად აკმაყოფილებს ადამიანს, ვისაც სურს ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეს იმ ინსტიტუციაზე, რომელსაც ეკლესია ჰქვია და რომლის ისტორიაც ქრისტეს მოციქულებიდან იწყება.
![](https://baptist.ge/wp-content/uploads/2021/03/ეს-ქრისტიანობაა-კლაივ-სთეიფლზ-ლიუისი-720x1024.jpg)
ჩვენს ბიბლიოთეკაში არის ასევე ე. წ. აპოლოგეტიკური წიგნები, რომელთა შორის პირველ რიგში აღსანიშნავია XX საუკუნის ცნობილი ინგლისელი ავტორის კლაივ ლუისის „ეს ქრისტიანობაა.“ ამ წიგნში ის ჩვეულებრივი მკითხველისათვის გასაგებ ენაზე მოგვითხრობს ქრისტიანულ რწმენაზე და პრინციპებზე. ამ წიგნის გარდა მას ბევრი სხვა ცნობილი წიგნიც აქვს დაწერილი.
![](https://baptist.ge/wp-content/uploads/2021/03/მშვიდობა-ღმერთთან-734x1024.jpg)
ამავე თემებზე მოგვითხრობს საქვეყნოდ ცნობილი მქადაგებლის, რომელიც ახლახან გარდაიცვალა ბილი გრეჰემის წიგნი სახელწოდებით: „მშვიდობა ღმერთთან.“
![](https://baptist.ge/wp-content/uploads/2021/03/მეგზური-ემაუსის-გზაზე-ჯონ-კროსი-722x1024.jpg)
„მეგზური ემაუსის გზაზე“ ავტორი ჯონ კროსი.
![](https://baptist.ge/wp-content/uploads/2021/03/უწყება-რომელიც-მოქმედებს-723x1024.jpg)
„უწყება, რომელიც მოქმედებს“ ავტორი ტ. ლ. ოსბორნი.
![](https://baptist.ge/wp-content/uploads/2021/03/წერილები-ახალგაზრდებისადმი-ჰ.-ლ-665x1024.jpg)
„წერილები ახალგაზრდებისადმი“ ავტორი ჰ. ჰაიკოოპი.
![](https://baptist.ge/wp-content/uploads/2021/03/სულიერი-წინამძღოლობა-ჯ-745x1024.jpg)
„სულიერი წინამძღოლობა“ ავტორი ოსვალდ სანდერსი.
![](https://baptist.ge/wp-content/uploads/2021/03/ღმერთო-მასწავლე-ზღვად-სიარულო-მარინა-ახალმოსულიშვილი-648x1024.jpg)
მარინე ახალმოსულიშვილის ლექსების კრებული.
![](https://baptist.ge/wp-content/uploads/2021/03/ქრისტიანული-ცხოვრება-1-704x1024.jpg)
სასწავლო კურსი „ქრისტიანული ცხოვრება.“
![](https://baptist.ge/wp-content/uploads/2021/03/ანთებული-გულები-ავტორი-გრაცია-ბერნჰამი.-740x1024.jpg)
„ანთებული გულები“ ავტორი გრაცია ბურნჰამი. რვა ქალბატონი იატაკქვეშა ეკლესიაში და მათი სიცოცხლის საფასური, რწმენის თავგადასავლები.
![](https://baptist.ge/wp-content/uploads/2021/03/პილიგრიმის-მოგზაურობა-ჯონ-ბუნიანი-1-731x1024.jpg)
ქრისტიანული კლასიკა, ჯონ ბუნიანის „პილიგრიმის მოგზაურობა.“
![](https://baptist.ge/wp-content/uploads/2021/03/ღვთისმეტყველების-საფუძვლები-ჩარლზ-რაირი-677x1024.jpg)
ჩარლზ რაირის ნაშრომი: „ღვთისმეტყველების საფუძვლები.“ ამ ნაშრომში ავტორი მოკლედ გადმოგვცემს და მიმოიხილავს ქრისტიანული თეოლოგიის საწყისებს.