სამისიონერო

სამისიონერო

მისიონერული მოძრაობა საქართველოს ბაპტისტურ ეკლებსიებში სათავეს იღებს მეოცე საუკუნის 90 ნი წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, რამოდენიმე ქრისტიანმა საქართველოს აღმოსავლეთ, დასავლეთ და შუა რეგიონში დაიწყეს სოფლებში და რაიონებში სახარების ქადაგება, 4-5 წლის მერე დაფუძნდა ათობით ახალი ეკლესიები და ჯგუფები, მას მერე მისიონერული საქმიანობა საქართველოში არ შეჩერებულა, თუმცა იყო მომენტები, როცა სამისიონერო მოღვაწეობა გარკვეული თვეების , თითქმის წლების განმავლობაში იყო უშედეგო. ამ საჭირო საქმიანობას განახლება დაეტყო ახალი ბაპტისტური კავშირის დაფუძნების მერე 2007 წელს, გამოჩნდნენ რამოდენიმე მოწოდებული, ერთგული ახალგაზრდა ქრისტიანები, რომლემაც ახალი სული ჩაუდგეს სამისიონერო მოძრაობას და ორი წლის მერე დაიბადა რამოდენიმე ახალი ეკლესია, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში. 2017 წელს სამისიონერო საქმიანობაში მოხდა ცვლილებები შეიქმნა სამისიონერო სააგენტო,რომელსაც ხელმძღვანელობენ: 

ახალმოსულიშვილი ლევანი

მიქა თათლი

გოგაშვილი ივანე

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოღვაწეობენ ქრისტიანი მისიონერები:

ხუციშვილი ზურა – ხუცესი

2011 წლიდან ეწევა სამისიონერო მსახურებას.

მოღვაწეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად სიღნაღისა და ლაგოდეხის რაიონში.

საიქვაძე გური – დიაკვანი

2019 წლიდან ეწევა სამისიონერო მსახურებას.

მისი სამისიონერო მოღვაწეობა მიმდინარეობს ძირითადად  ყვარლის რაიონში (აღმოსავლეთ საქართველო).

გიუნაშვილი ანერი – ხუცესი

2007 წლიდან ეწევა სამისიონერო სმახურებას.

მისი სამისიონერო მსახურება მიმდინარეობს საქართველოს შუა რეგიონში, კერძოთ ქარელის რაიონში, აგრეთვე დევნილების დასახლებაში.

გოგაშვილი ივანე – ხუცესი

2019 წლიდან ეწევა სამისიონერო მსახურებას.

მოღვაწეობს სამხრეთ საქართველოში, ქალაქ ბოლნისში, კაზრეთში და დმანისში.

სამისიონერო სააგენტოს თანამშრომები ლოცულობენ, რომ ღმერთმა გამოაგზავნოს კიდევ ბევრი სამკლის მუშაკები.