ეკლესიები

ეკლესიები

თბილისის ცენტრალური ბაპტისტური ეკლესია

ხუცესი: ლევან ახალმოსულიშვილი

ტელ: 599-50-50-81
მსახურების დღე კვირა 12.00

მისამართი: მარიამ ივანიშვილ-დემურიას 1 ჩიხი ნომ 7

მდებარეობა რუქაზე https://goo.gl/maps/HXHMm1BRJwsZdHP7A

2004 წელს დაიწყო ოთხი ადამიანით, ორი წლის განმავლობაში გახდა მცირე ჯგუფი. ხუთი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც ეკლესია 25 კაცი. პირველი ნათლობა ჩატარდა 2007 წელს. ეკლესიისთვის შენობა აშენდა 2015-1017 წლებში, ამჟამად არის ეკლესიის 60 წევრი.

 

გურჯაანის ბაპტისტური ეკლესია

ხუცესი: კობა კობიაშვილი

ტელ: +995593611971

მსახურების დღე: კვირა 11.00

მისამართი: ბესიკის ქუჩა 3 ჩიხი

კახეთში სახარების გავრცელება დაიწყო მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, ილია კანდელაკის მიერ რომელიც ბოლშევიკებმა მოკლეს 1927 წელს.

სახარების აქტიური გავრცელების შემდეგი პერიოდი იწყება მეოცე საუკუნის 60-იან წლებში, რომელსაც სათავეში ედგა ივანე კობახიძე. გურჯაანის რაიონის რამოდენიმე სოფელში: ვაზისუბანი, ზეგაანი, ველისციხე იწყება ოჯახური შეკრებები. ეს შეკრებები გრძელდებოდა 70-იანი წლების დასაწყისამდე; ამ დროს ასპარეზზე გამოდის გურამ დემეტრაშვილი, რომელიც გვერდში ამოუდგა ივანე კობახიძეს. ამ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს სირბილაშვილების ოჯახი სოფ. ზეგაანიდან და აი უფლის შეწევნით 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში ქ. გურჯაანში იხსნება პირველი ეკლესია. ეს ეკლესია 20-22 ქრისტიანისგან შედგებოდა და მას გურამ დემეტრაშვილი ხელმძღვანელობდა.

თავიდან ეკლესია ოჯახებში იკრიბებოდა, მორიგეობით. სულ მალე ეკლესიას შემოემატა ძმა რეზო ხევიაშვილი, რომელიც მალევე იქნა არჩეული ეკლესიის ხუცესად. 1984 წელს ეკლესიას შეემატნენ (როგორც მქადაგებლები) ლევან ახალმოსულიშვილი და ავთო დარბაიძე.

ამ წლებში დიდი ბრძოლის ფასად ეკლესია იღებს რეგისტრაციას და 1987 წელს იწყებს ტაძრის მშენებლობას, რომელიც დამთავრდა 1989-1990 წელს. აქედან მოყოლებული ეკლესია სწრაფად იზრდება და მალევე აღწევს 200 ქრისტიანამდე (მონათლულები). ეკლესიას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: გურამ დემეტრაშვილი, რეზო ხევიაშვილი, ლევან ახალმოსულიშვილი. ამჟამად ხელმძღვანელი არის კობა კობიაშვილი, რომელსაც ეხმარებიან, მსახური ძმები: თამაზ ბაწელაშვილი და გოჩა ზაკალაშვილი.

ყვარლის ბაპტისტური ეკლესია

ხუცესი: გია კანდელაკი

ტელ: +995571138688

მსახურების დღე: კვირა 12.00

მისამართი ს. დოდაშვილის 16

1990 წლამდე აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთში) იყო ორი ბაპტისტური ეკლესია: სოფ. ულიანოვკაში (ლაგოდეხის რაიონი) რუსულ ენოვანი და ქ. გურჯაანში ქართულ ენოვანი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩამოვარდნილი სოციალური სიდუხჭირის გამო, რასაც ხელს უტრანსპორტობაც უწყობდა, ქრისტიანები ვეღარ ახერხებდნენ   კვირა დღეს გურჯაანში ღვთისმსახურებაზე ჩამოსვლას. ცხადია ეს უარყოფითად აისახებოდა მათ სულიერებაზე. ამიტომაც დადგა საკითხი, რომ გურჯაანისგან მოშორებით მცხოვრები მორწმუნეებისათვის ღვთისმსახურებები ადგილებზე ჩატარებულიყო.

ასე დაიწყო სხვადასხვა რაიონებში: ყვარელში, ლაგოდეხში, წნორში ქრისტიანების ოჯახური შეკრებები.

ქ. ყვარელში ამ დროს 4-5 მონათლული ქრისტიანი ცხოვრობდა. მათ მონახულება და გამხნევება სჭირდებოდათ. ამიტომაც 1990 წელს ამ საქმეს ლევან ახალმოსულიშვილი ჩაუდგა სათავეში.

ქრისტიანების შეკრება ოთარ ხატელაშვილის ოჯახში დაიწყო. რამოდენიმე თვის შემდეგ 5 ქრისტიანის ნაცვლად, ამ ოჯახში უკვე 10 ადამიანი იკრიბებოდა. ახლები იყვნენ ძირითადად მეზობლები. უკვე 4 წლის შემდეგ 1994-1995 წლისთვის მონათლულთა რიცხვმა ყვარლის ბაპტისტურ ეკლესიაში 70-ს მიაღწია.

თავიდან ეკლესიას ხელმძღვანელობდა, ხუცესი, ლევან ახალმოსულიშვილი, ხოლო 1996 წლიდან ეკლესიაში ხელმძღვანელად აირჩიეს გია კანდელაკი. ლევან ახალმოსულიშვილი დაბრუნდა გურჯაანის ეკლესიაში.

გავაზის ბაპტისტური ეკლესია

ხუცესი: ჯონი ტუხაშვილი

ტელ: +995598150675

მსახურების დღე: შაბათი 12.00