მრწამსი

მრწამსი

  • ჩვენ გვწამს, რომ წერილის კანონიკური წიგნები შეადგენს ღვთივსულიერ და უცდომელ ღმერთის სიტყვას, რომელიც მოიცავს მისი ნების სრულ გამოცხადებას ადამიანების ხსნის შესახებ. ღმერთის სიტყვაა უმაღლესი და საბოლოო ავტორიტეტია ქრისტიანული რწმენისა და ცხოვრებისათვის.
  • ჩვენ გვწამს ერთიანი უზენაესი ღმერთი, შემოქმედი, უსასრულო, სრულყოფილი და უკუნითიდან (მარადისობაში) არსებული სამ პირში: მამაში, ძეში და სულიწმიდაში.
  • ჩვენ გვწამს, რომ იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი, ვინც ჩაისახა სულიწმიდისაგან და იშვა ქალწული მარიამის მიერ. იგი მოკვდა ჯვარზე ჩვენი ცოდვებისათვის, აღსდგა მკვდრეთით, ამაღლდა, დაჯდა მამის მარჯვნივ და გახდა ჩვენი მღვდელმთავარი და შუამდგომელი.
  • ჩვენ გვწამს სულიწმიდის მსახურება _ რომ განადიდოს უფალი იესო ქრისტე, ამხილოს და ააღორძინოს ადამიანები, იცხოვროს მათში და მისცეს ძალა წმიდა ცხოვრებისა და მსახურებისათვის. ჩვენ გვწამს, რომ ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად, თუმცა შესცოდა და ჩამოშორდა ღმერთს. ადამიანს შეუძლია შეიძინოს ხსნა და დაიწყოს სულიერი ცხოვრება მხოლოდ აღორძინებით სულიწმიდისგან და ღვთის სიტყვით.
  • ჩვენ გვწამს, რომ იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლი და მისი აღდგომა ერთადერთი და საკმარისი საფუძველია ადამიანთა ხსნისთვის. ისინი, რომლებიც მოინანიებენ და რწმენით მიიღებენ უფალ იესო ქრისტეს, იძენენ მეორედ შობას სულიწმიდისგან და ხდებიან ღმერთის შვილები.
  • ჩვენ გვწამს, რომ წყლით ნათლობა და უფლის სერობა ის საიდუმლოებებია, რომლებიც უნდა აღსრულდეს ეკლესიაში. თუმცა იესო ქრისტეს მხსნელი რწმენის გარეშე, ეს საიდუმლოებები ხსნას ვერ მოუტანს ადამიანს.
  • ჩვენ გვწამს, რომ ჭეშმარიტი ეკლესია სხვადასხვა დროში და სხვადასხვა ერებში მცხოვრები ადამიანებისგან შესდგება, _ ადამიანებისგან, რომლებიც იესო ქრისტეს რწმენით აღორძინებულნი არიან სულიწმიდისგან და შეერთებულნი ქრისტეს სხეულში.
  • ჩვენ გვწამს, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი უფალი და ეკლესიის თავი, და რომ თითოეული ადგილობრივი ეკლესია იმყოფება მისი წინამძღოლობის ქვეშ.
  • ჩვენ გვწამს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა, ვინც მოვა, რათა აიტაცოს ეკლესია და განსაჯოს ცოცხლები და მკვდრები.
  • ჩვენ გვწამს მკვდრეთით აღდგომა სხეულებრივად, დახსნილთა საუკუნო ნეტარება და დაღუპულთა საუკუნო ტანჯვა.
  • ჩვენ გვწამს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდი დავალების აღსრულების აუცილებლობა (მათე 28:19-20).