„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემი მეშვეობით“
„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემი მეშვეობით“
„ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემი მეშვეობით“ (იოანეს სახარება 14:6).
„ყველა გზას რომში მივყევართ.“ გამოსაყენებელია ეს გამოთქმა ღმერთის ძიების დროს? არსებობს აზრი, რომ ადამიანებს ბევრი გზები აქვთ, რომლებსაც შემოქმედთან მიჰყავს ისინი და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ის აირჩიოს, რომელიც მას მოსწონს.
თუ ბევრია გზები, რაღატომ დასჭირდა იესო ქრისტეს ღმერთთან მისასვლელი გზა ტანჯვითა და სიკვდილით გაეკვალა, საკუთარი თავი მსხვერპლად გაეღო ადამიანთა ცოდვებისათვის? რამდენად უფრო ადვილი იქნებოდა მიემართა მედიტაციისათვის და ეკეთებინა კეთილი საქმეები, რათა მიწვდომოდა ზეცას.
ქრისტე ამტკიცებს, რომ მხოლოდ ის არის – ერთადერთი გზა ღმერთისკენ და რომ არავინ მიდის მამასთან, თუ არა მისი მეშვეობით. თუ ის – ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა, მაშინ დანარჩენი გზები არასწორია. ღვთის სიტყვა გვასწავლის, რომ ადამიანს არ შეუძლია მოხვდეს ზეცაში კეთილმოქმედების, წესრიგიანობისა და სრულყოფილებისაკენ სწრაფვით. ამ ყოველივეს ბიბლია „საკუთარ გზებს“ უწოდებს. „არის გზა, რომელიც სწორად ეჩვენება კაცს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა“ (იგავები 14:12). მხოლოდ იესო ქრისტეს რწმენით შეგვიძლია შევიძინოთ მშვიდობა და ვიმოძრაოთ სწორი მიმართულებით.