ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს მოწმობას.
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს მოწმობას.
იოანეს სახარება 3:11
მოწმე ანუ თვითმხილველი — ის პირია, რომელმაც შესაძლოა იცოდეს გარკვეული გარემოებები, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია.
ცნობილ ებრაელ რაბინთან საუბრისას იესო მიუთითებს რელიგიური საზოგადოების პრობლემაზე, რომელსაც არა აქვს უნარი ირწმუნოს და მიიღოს ის, რაც არ შეესაბამება მის შეხედულებებსა და ჩვეულ წარმოდგენებს. მიუხედავად იესოს მიერ მოხდენილი სასწაულების თვალნათლივი ფაქტებისა და იმ შინაგანი ცვლილებებისა, რაც ბევრ ადამიანში მოხდა, რელიგიურმა წინამძღოლებმა მაინც ვერ შეძლეს გადაელახათ გახევებული შეხედულებები.
ჩვენთან როგორ არის საქმე? შეგვიძლია მივიღოთ აშკარა ფაქტები, თუ არ გვსურს გამოვიდეთ ჩვენი მსოფლმხედველობის გახევებული ჩარჩოებიდან? ჭეშმარიტება იმაშია, რომ ბევრი ადამიანი, რომლებიც იესოს მიჰყვებოდნენ, გახდა მოწმე იმ ცვლილებებისა, რომლებიც თავად ღმერთმა აღასრულა მათ ცხოვრებაში. იესომ იცის რაზედაც ლაპარაკობს.