„ნეტარ არიან. . .“.
„ნეტარ არიან. . .“.
მათეს სახარება 5
ბერძნულ ანტიკურ მითოლოგიაში სიტყვით maka,rioj (მაკარიოს), ანუ ნეტარნი, უპირველეს ყოვლისა ხასიათდებოდნენ ღმერთები. ითვლებოდა, რომ მხოლოდ ღმერთები არიან ყოველთვის ბედნიერები, ვინაიდან ადამიანების ცხოვრებაში ბედნიერებას მოსდევს წუხილი და იმედგაცრუება.
როგორც უკვე ვთქვით, ნეტარება — ადამიანის სულის, შინაგანი არაემოციონალური მდგომარეობაა, რაც არ არის დამოკიდებული გარემოებებზე.
სავარაუდოდ, ჩვენთვის ჯერაც ძნელია გავიგოთ, როგორ არის ეს შესაძლებელი. არის ეს სასულიეროთა და რელიგიური ადამიანების პრივილეგია, თუ სხვებისაც? ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქრისტე მიმართავდა უბრალო ადამიანებს, რომლებიც მოხეტიალე მქადაგებლის მოსასმენად იყვნენ მოსულები. ქადაგებაში, რომელიც იესომ მთაზე წარმოთქვა, იგი ფაქტიურად ამბობს: ჩვეულებრივ ადამიანსაც, რომელსაც სურს დაუმორჩილოს ღმერთის მცნებებს თავისი ცხოვრება, პრიორიტეტები და მიზნები, შეუძლია მიაღწიოს ნეტარების მდგომარეობას.