მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 7
მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 7
თავის მოჩვენება თუ ყოფნა
პეტრეს საინტერესო ნიჭი ჰქონდა. მას შეეძლო რადაც უნდა იმად მოეჩენებინა თავი. აი მაგალითად: მოიგდებდა „კეპს“ თავზე, პიჯაკს შესაბამის ღილზე არ შეიკრავდა, ჩაახველებდა მოხუცივით _ და მართლაც ემსგავსებოდა ძია ვასოს მეხუთე სადარბაზოდან. ერთხელაც შემეკითხა: „გინდა მამალი გახდე?“ _ „არა, _ ვუპასუხე. _ ამისათვის ადრე ადგომაა საჭირო, მე კი ძილი მიყვარს. . .“ _ „მე კი ახლავე მამალს დავაჯავრებ, ვერც კი გაარჩევ ისე.“ და მან მართლაც დააჯავრა მამალს, ზუსტად ისე, როგორც თქვა. თუმცა ბებიამ, რომელიც იქვე შორიახლოს იჯდა თქვა: „ნამდვილი უკეთ ყივის.“
ვფიქრობ, რომ თქვენ, ძფირფასო მკითხველო, დამეთანხმებით, რომ ნამდვილი ყოველთვის უკეთესია ვიდრე ნაყალბევი, მიუხედავად იმისა, რომ მათი გარჩევა ყოველთვის არ არის ადვილი. იმპერატორ კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ (IV საუკუნე), როცა ქრისტიანობა რომის იმპერიის აღიარებულ და ოფიციალურ რელიგიად იქცა, ქრისტიანობას იღებდნენ და ინათლებოდნენ ყველანაირი ასაკის ადამიანები. ბევრ მშობელს მოჰყავდა მოსანათლად თავისი პატარა, რადან იმ დროს მედიცინა არ იყო კარგად განვითარებული და თუ პატარა ავად გახდებოდა, მისი გადარჩენა ხშირად არ ხერხდებოდა. მშობლებს კი სურდათ, რომ მათ შვილებსაც დაემკვიდრებინათ ცათა სასუფეველი, ამიტომაც ცდილობდნენ მათ მონათვლას შეძლებისდაგვარად ადრე.
სამ ასწლეულზე მეტი გავიდა ქრისტეს დროიდან და ბევრმა უკვე აღარ იცოდა, ზოგიერთებმა კი შესაძლოა მიივიწყეს მისი სიტყვები, რომელიც ბავშვებისადმი იყო მიმართული: „ასეთებისაა ცათა სასუფეველი.“ ანუ იესოს სიკვდილის წყალობით ის ბავშვები, რომლებმაც ჯერ არ იციან სიკეთის გარჩევა ბოროტებისგან, გამოსყიდულნი არიან ცოდვისგან და თუნდაც მოკვდნენ, არ წავლენ ტანჯვის ადგილზე, არამედ მიიღებენ საუკუნო სიცოცხლეს. თუმცა IV საუკუნეში ნათლობის საკითხებს არავინ აქცევდა ასეთ ყურადღებას. ეპისკოპოსები დაკავებულნი იყვნენ კამათით ქრისტეს ბუნების, სამებისა და სხვა მნიშვნელოვანი თეოლოგიური ჭეშმარიტებების შესახებ. ამიტომაც პატარების ნათლობა ფართოდ გავრცელდა და ამის მეშვეობით ეკლესიაში მრავლად ხვდებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ნათლობის წინ არ გადიოდნენ სწავლებას და ხანგრძლივ მომზადებას.
ავრელიუს ავგუსტინე, ცნობილი მწერალი და დიდი თეოლოგი, თავის ავტობიოგრაფიაში, რომელსაც „აღსარება“ უწოდა, წერს იმის შესახებ, თუ როგორ სურდა დედამისს, მონიკას, მისი მონათვლა ბავშვობაში, როცა ის ცუდად გახდა. თუმცა სნეულებამ გაიარა და ნათლობაც გადაიდო. და მხოლოდ 33 წლის ასაკში, როცა იგი გაცნობიერებულად მივიდა რწმენაში, ეჭვებით აღსავსე წლების შემდეგ, მოინათლა და გახდა ღმერთის კურთხეული მსახური. მაგრამ ასე არ იყო საქმე რომანიანთან, ავგუსტინეს მეგობართან და სპონსორთან. იგი ბავშვობაში მოინათლა და მიუხედავად იმისა, რომ იყო კეთილი და გულისხმიერი ადამიანი, და იცოდა ქრისტიანული ჭეშმარიტებანიც, მაინც ვერ შესძლო დაეტოვებინა მდიდარი ადამიანის ცოდვილი ცხოვრება. რომანიანის მსგავსი ადამიანები იმ დროს მრავლად იყვნენ. „ზოგიერთები იღებდნენ ქრისტიანობას იმისათვის, რომ მეგობრისთვის ესიამოვნებინათ, სხვები იმისათვის, რომ რომელიმე საქმე ეპისკოპოსის განსასჯელად წარედგინათ, მესამენი იმისათვის, რომ ჰქონოდათ მხარდაჭერა სასულიერო პირებისგან, მეოთხენი იმისათვის, რომ ჩნდებოდა სარფიანი პარტიის შექმნის შესაძლებლობა,“ _ ამგვარად ხსნის ავგუსტინე მოქცევის მრავალ შემთხვევას, თუმცა ამგვარ მოქცევებს იმედით უყურებს, რადგან „ღვთის მადლს შეუძლია ადამიანი უფრო შორს წაიყვანოს, ვიდრე თავად ფიქრობს წასვლას, და ბევრი მართლაც ხდება ის, რაც თავიდან მხოლოდ მოსაჩვენებლად უნდოდა,“ _ წერდა ის.
IV საუკუნის ბოლოს, რომის იმპერიის 90 %-ზე მეტი თავს ქრისტიანად თვლიდა, არადა იმპერატორ კონსტანტინეს მოქცევის ჟამს, ეს რიცხვი მხოლოდ 10%-ს შეადგენდა. როგორ უნდა ავხსნათ ასეთი სწრაფი ზრდა ასეთ მოკლე დროში? დევნის დროს ქრისტიანები მხოლოდ ის ადამიანები ხდებოდნენ, რომლებსაც მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი გამხდარიყვნენ ქრისტეს მიმდევრები, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ კი ბევრი ქრისტიანობას მხოლოდ გონებით იღებდა და არა გულით. ისინი ხედავდნენ რომ ქრისტიანობა კარგი სწავლებაა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ ცოცხალი კავშირი ქრისტესთან. ანუ ისინი გარეგნულად ჩანდნენ ქრისტიანებად, სინამდვილეში კი არ იყვნენ ასეთები. ამიტომაც საკითხავია, რა უკეთესია, მოჩვენებითობა თუ ნამდვილობა?
ჟურნალი ბილიკი