ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებულ იქნებიან.
ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებულ იქნებიან.
მათეს სახარება 5:7
წყალობა თანაგრძნობით სავსე დამოკიდებულებაა ადამიანისადმი, თუნდაც ის ამას არ იმსახურებდეს. ეს არის უნარი მიუტევო და დაივიწყო მოყვასის შეცდომები. ადამიანები ხშირად ითხოვენ სამართლიანობას, მოითხოვენ სამართლის აღსრულებას, მოითხოვენ, რომ დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს, ხოლო მართალმა ღირსეული საზღაური მიიღოს. ჩვენთან როგორ არის საქმე? ვართ ასეთი უცოდველები თავად? ბიბლია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს: „.. . არავინ არის მართალი. . . რადგან ყველამ შესცოდა და ყველა მოკლებულია ღმერთის დიდებას“ (რომაელთა 3:10,23). ვინაიდან ჩვენ ცოდვილები ვართ, უნდა დავისაჯოთ ჩვენი ცოდვების გამო. ჩვენ, დღეს რომ წარვსდგეთ სამართლიანი მსაჯულის წინაშე, როგორ მოვისურვებდით, რომ იგი მოგვქცეოდა: გავესამართლებინეთ კანონით თუ წყალობა გამოეჩინა? სწორედ წყალობა გამოავლინა უფალმა ღმერთმა ადამიანთა მთელი მოდგმისა და თითოეული ადამიანის მიმართ, როდესაც თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად გამოგზავნა. თუ გვინდა რომ შეწყალებულნი ვიყოთ, ჩვენც უნდა ვისწავლოთ წყალობა და მოყვასის მიტევება, თუნდაც არ იყოს ის ამისი ღირსი.