ნეტარ არიან გულით წმიდანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ
ნეტარ არიან გულით წმიდანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ
მათეს სახარება 5:8
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ადამიანთა სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია მსოფლიოში. ეს შემთხვევით არ არის ასე. ყოველგვარი სახის ნეგატიური განცდები, ისეთები როგორებიცაა: სტრესები, შიში, მრისხანება, ბოროტება გარდაუვლად მოქმედებენ ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე. ბიბლიაში სიტყვა „გული“ არცთუ იშვიათად წარმოადგენს ადამიანის შინაგანი სამყაროს სიმბოლოს, მის სულს (სამშვინველს). მათეს სახარებაში, მე-15 თავში, იესო ამბობს, რომ ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი აზრები, მკვლელობანი, მრუშობანი, ქურდობანი, ცრუ მოწმეობა და ასე შემდეგ. ანუ, ყოველგვარი ბოროტება, რასაც სჩადის ადამიანი, — ეს უკვე მისი ფარული სურვილების, აზრებისა და გადაწყვეტილებების შედეგია. ამიტომაც უსვამს ხაზს ქრისტე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა თავისი სულიერი გული სიწმიდეში შეინახოს. გულით წმიდა — ის ადამიანია, ვისი აზრებიც წმიდაა, სინდისი კი სუფთა. ეს კი, ბოროტი, ცოდვილი ბუნებისგან განწმედის შედეგია, რომლითაც ჩვენ დავიბადეთ. თუმცა, ვერც ავტოტრენინგი, ვერც თვითშთაგონება, ვერც მედიტაციური ვარჯიშები ვერ დაგვეხმარება ჩვენი გულის გაწმედაში. ეს მხოლოდ მონანიებითა და ღმერთთან ურთიერთობით არის შესაძლებელი.