ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის შვილებად იწოდებიან
ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის შვილებად იწოდებიან
მათეს სახარება 5:9
სიტყვა „მშვიდობისმყოფელი“ ახლა ბევრს ხვდება ყურში. უფრო ხშირად ჩვენ მას გაეროს შეიარაღებულ ძალებთან ვაიგივებთ, რომელთა მიზანიც იმ საფრთხეების პრევენცია და ლიკვიდაციაა, რომლებიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემუქრება. ამ დროს ისინი ბუფერულ ზონებს ქმნიან მეომარ მხარეებს შორის. ამგვარ განმარტებას საერთო არაფერი აქვს სიტყვა „მშვიდობისმყოფელის“ ბიბლიურ მნიშვნელობასთან. მშვიდობა, ებრაულად შალომ, — თანხმობისა და სიმშვიდის მდგომარეობაა და არა მხოლოდ მტრობის არქონა. ეს არის ჰარმონია საკუთარ თავთან და შემოქმედთან. ეს ნებაყოფლობითი, გაცნობიერებული არჩევანია, და არა იძულება. დედამიწაზე მოსული იესო, სამართლიანად გახდა პირველი, ჭეშმარიტი მშვიდობისმყოფელი. თავისი გაცნობიერებული მსხვერპლით გოლგოთის ჯვარზე, მან შემოქმედი შეარიგა თავის ქმნილებასთან. ცოდვის უფსკრულზე მან მიტევებისა და შერიგების ხიდი გადო. ადამიანებს, რომელთაც ხსნისა და ღმერთის სიყვარულის უწყება მიაქვთ ცოდვილებთან, ასევე ღმერთის შვილები დაერქმევათ.