„დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.“ ფსალმუნი 118:165
„დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.“ ფსალმუნი 118:165
არაფერს არ შეუძლია სრულად გაახაროს ის ადამიანი, ვისაც არა აქვს შინაგანი მშვიდობა. რა ბევრმა წარმატებულმა, პოპულარულმა და ფინანსურად შემძლე ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი ნებით დაეტოვებინა ეს ქვეყანა! „მშვიდობა გაშორდა ჩემს სულს, დამავიწყდა კეთილდღეობა“ (გოდება 3:17). ყველაფერი, რაც ადამიანს შეუძლია ჰქონდეს, კარგავს თავის მნიშვნელობას, თუ არ არის გულში მშვიდობა.
ბიბლიის, ღმერთის სიტყვის, კითხვის მეშვეობით, ჩვენ ვეცნობით ღმერთის ხასიათს, ვიღებთ შინაგან მხარდაჭერას და დარწმუნებას ღმერთის ერთგულებასა და მის ყოფნაზე ჩვენს ცხოვრებაში. ეს გვიცავს ჩვენ შეცდომებისა და ცხოვრებისეული იმედგაცრუებებისაგან. თუ უსასოოდ ხართ და თავს მარტოსულად გრძნობთ – გადაშალეთ წმიდა წერილი და წაიკითხეთ იესო ქრისტეს სიტყვები: „ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან“ (იოანე 14:18).