„უფალო! შენ გვაძლევ მშვიდობას, რადგან ყველა ჩვენი საქმეები შენ მოიმოქმედე.“ ესაია 26:12
„უფალო! შენ გვაძლევ მშვიდობას, რადგან ყველა ჩვენი საქმეები შენ მოიმოქმედე.“ ესაია 26:12
სულიერი მშვიდობა – შფოთისა და განგაშის არქონაა. სტრესებითა და პრობლემებით სავსე დღევანდელ მსოფლიოში, ძნელია შფოთის გარეშე ცხოვრება. თუმცა იმ ადამიანმა, ვისაც სწამს ღმერთი და ენდობა მას, იცის, რომ თავისი შიშები და განცდები შეუძლია გადასცეს მას, ვინც შემძლეა მოაგვაროს ყოველივე. მოციქული პეტრე წერს: „მიანდეთ მას ყველა თქვენი საზრუნავი, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1პეტრე 5:7). ღმერთი ზრუნავს ჩვენზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ყოველდღიურ პრობლემებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გავთავისუფლდეთ შფოთისგან, ანუ შინაგანი მშვიდობა არ უნდა დაგვაკარგვინოს იმან, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, უნდა მივანდოთ ღმერთს ჩვენი სიცოცხლე და ჩვენი პრობლემები. რადგან ის არის შემოქმედი და მეუფე ყოველივე არსებულისა. მისთვის არაფერია შეუძლებელი. როდესაც ჩვენ გავაცნობიერებთ ამას, მშვიდობა და სიწყნარე აავსებს ჩვენს გულს.