„იესომ. . . თქვა: მშვიდობა თქვენდა.“
„იესომ. . . თქვა: მშვიდობა თქვენდა.“
ამ ლაპარაკში იყვნენ, როდესაც თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და თქვა: „მშვიდობა თქვენდა.“
„მშვიდობა თქვენდა!“ ეს პირველი სიტყვებია, რომლებიც მოისმინეს მოწაფეებმა ქრისტესგან მისი ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ. ეს სიტყვები იქცა სინათლის სხივად იმედგაცრუების, ტკივილისა და დეპრესიის იმ წყვდიადში, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ მაშინ. ყველაფერი რაც ტვირთად აწვათ გულზე, მომენტალურად გაქრა. საყვარელი მოძღვრის დანახვაზე ისინი სიხარულით აღივსნენ. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მოვიდა სიცარიელის, იმედგაცრუებისა და უსასოობის პერიოდი. ასეთ მომენტებში გაიხსენე, რომ იესო ქრისტე აღდგა მკვდრეთით! ეს იმას ამტკიცებს, რომ მისთვის არაფერია შეუძლებელი. მას შეუძლია დიდებული რამ მოიმოქმედოს შენს ცხოვრებაში: მოგცეს მშვიდობა და შინაგანი სიწყნარე, რისი მოცემაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ქრისტე არა მხოლოდ თავად აღდგა მკვდრეთით, არამედ სურს აღადგინოს ყველა, ვინც გახსნის თავის გულს ახალი სიცოცხლისათვის მასთან ერთად.