„თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყველგან. უფალი იყოს თქვენთან ყველასთან.“ 2 თესალონიკელთა 3:16
„თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყველგან. უფალი იყოს თქვენთან ყველასთან.“ 2 თესალონიკელთა 3:16
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე დედამიწაზე ძალიან ბევრი ომი და შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა. პრაქტიკულად ყველა თაობას აქვს გამოცდილი ომი ანდა მისი შედეგები. მილიონობით დაღუპული ადამიანი და კიდევ უფრო მეტი დაზარალებული ამ უგუნურების შედეგია. მიუხედავად ამდენი უბედურებისა, რაც ომს მოსდევს, ადამიანებმა ჯერაც ვერ ისწავლეს იცხოვრონ მშვიდობასა და ურთიერთთანხმობაში. წერილი ამბობს, რომ დადგება დრო, როდესაც მსოფლიო მოწყობის ცოდვიანი წესრიგი შეიცვლება და დედამიწაზე დამყარდება ღმერთის სიმართლე. თავად მშვიდობის ღმერთი შექმნის ფასეულობათა სრულიად ახალ სისტემას. ამ ახალ მიწაზე აღარ იქნება ცრემლები, ტკივილი და ტანჯვა. ყველამ, ვისაც სურს გახდეს ამ კეთილი მომავლის მონაწილე, ახლავე უნდა ისწავლოს ცხოვრება ღმერთთან ერთად და სწორი ურთიერთობები უნდა ააგოს შემოქმედთან.