უფალო, გვასწავლე ლოცვა… ლუკას სახარება 11:1
უფალო, გვასწავლე ლოცვა… ლუკას სახარება 11:1
იესო ქრისტეს მიწიური ცხოვრების დროს მისი მოწაფეები ხშირად ხედავდნენ თავიანთ მლოცველ მოძღვარს და ცხადია ამჩნევდნენ მის განსაკუთრებულ სიხლოვეს მამა ღმერთთან. ლოცვის საშუალებით არსებულ ამ უხილავ ურთიერთკავშირს ეფუძნებოდა იესოს მთელი მიწიური მსახურება, ეფუძნებოდა მისი სიტყვები და ქცევები. ამიტომაც იყო საკმაოდ ლოგიკური ერთ-ერთი მოწაფის თხოვნა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა…“.
ცხოვრების მანძილზე ადამიანი მუდამ რაღაცას სწავლობს, იძენს უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდეგ მისთვის აუცილებელი გახდება. ამგვარად ის უფრო და უფრო კომპეტენტური ხდება ამა თუ იმ საკითხში. ასეთივე პრინციპი შეიძლება გამოვიყენოთ ლოცვის მიმართაც. იესომ დაგვიტოვა ჩვენ არა ერთადერთი სწორი ლოცვა, არამედ მაგალითი, მაგალითი იმისა, რა და რის შესახებ შეიძლება ვთხოვოთ ზეციერ მამას. ლოცვის საშუალებით ღმერთს სურს ჰქონდეს ნამდვილი, ცოცხალი ურთიერთობა ადამიანთან.