წმიდა იყოს სახელი შენი… ლუკას სახარება 11:2
წმიდა იყოს სახელი შენი… ლუკას სახარება 11:2
ღმერთის სახელი თავისთავად წმიდაა. ჩვენს ლოცვას არ შეუძლია დაამატოს ან მოაკლოს სიწმიდე მის სახელს. მაგრამ როდესაც ვამბობთ ფრაზას „წმიდა იყოს სახელი შენი,“ ამით ჩვენ ღმერთს ვთხოვოთ იმ უნარის მოცემაზე, რომ მას უნიკალური ადგილი მივანიჭოთ ჩვენს ცხოვრებაში, რომ მისი სიწმიდე მჟღავნდებოდეს ჩვენი მეშვეობით. სხვა სიტყვებით, ჩვენ გამოვთქვამთ სურვილს, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო და უფრო წმიდა ხდებოდეს, უკეთესდებოდეს, იცვლებოდეს მასში ღმერთის ყოფნით. გსურთ რომ ცვლილებები მოხდეს თქვენს ხასიათში, ჩვევებში და მიდრეკილებებში, ურთიერთობებში სხვა ადამიანებთან? თუ ასეა, მაშინ უნდა სთხოვოთ უფალს შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში და მართოს ის. მრავალი ადამიანი ცდება, როცა ფიქრობენ, რომ შეუძლიათ თავადვე მიაღწიონ სიწმიდეს, ცხოვრებაში ღმერთის ყოფნის გარეშე. მათი მცდელობები მარცხისთვისაა განწირული. უფალმა ადამიანს არჩევანის უფლება მიანიჭა – ან წმიდა ჰყოს მისი სახელი ან უპატიო. მესამე არჩევანი არ არის. ამიტომაც, მოდით წმიდა ვჰყოთ ღმერთის სახელი ჩვენი ცხოვრებით.