და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში… მათეს სახარება 6:13
და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში… მათეს სახარება 6:13
ლოცვის ამ სიტყვებს შეიძლება ორი მნიშვნელობა ჰქონდეს. პირველი – ეს არის თხოვნა ღმერთის მიმართ, რომ დაგვიცვას ეშმაკის მიერ გამოგზავნილი ცდუნებებისაგან, რომლის მიზანიც არის – ყოველგვარი საშუალებით გადაგვახვევინოს ჭეშმარიტების გზიდან. სიტყვა „განსაცდელის“ მეორე მნიშვნელობა გულისხმობს ღმერთის მიმართ ჩვენი ერთგულების გამოცდას, ჩვენს სიმტკიცესა და უნარს სწორი არჩევანი გავაკეთოთ ძნელ მომენტში. ყველა ჩვენგანი აწყდება მსგავს სიძნელეებს ცხოვრების მანძილზე და დიდი თავდაჯერებულობა იქნებოდა იმისი განცხადება, რომ ჩვენ შეგვიძლია ცდუნებების გაძლებაც და გამოცდების გადალახვაც. პირველ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც შეიძლება არ გვეყოს ჩვენი ადამიანური ძალები.
ამიტომაც არაფერია სასირცხვილო იმაში, რომ ვთხოვოთ ღმერთს გამოგვიგზავნოს აუცილებელი ძალა, რომელიც დაგვაძლევინებს ცდუნებებს და მოგვიტანს გამარჯვებას.