„პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.“ გამოსვლა 20:12

„პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.“ გამოსვლა 20:12

მეხუთე მცნება უნიკალურია იმ აზრით, რომ დამაკავშირებელი რგოლია ადამიანის ურთიერთობისა ღმერთთან და მოყვასთან. ეს მცნება არის აღთქმით, ანუ ის აღგვითქვამს კურთხევას მომავალში, თუ ჩვენ დღეს სწორად ვექცევით ჩვენ ახლობლებს. სიტყვა „პატივი ეცი“  ნიშნავს დაფასებას, გაფრთხილებას, ყურადღების მიქცევას, დახმარებასა და მიბაძვას.“

ყოველ ასაკში ამ მცნების აზრი განსხვავებულ შეფერილობას იძენს. ბავშვები და მოზარდები უნდა დაემორჩილონ თავიანთ მშობლებს, რადგან სწორედ მშობლები უზრუნველჰყოფენ მათ მატერიალურად და ატარებენ პასუხისმგებლობას მათზე კანონისა და ღმერთის წინაშე. როცა ადამიანი ზრდასრული ხდება და მშობლების კონტროლი მცირდება, პატივისცემა მშობლების მიმართ იძენს პატივისა და მათზე ზრუნვის ფორმას.

მცდარია ფიქრი, რომ მეხუთე მცნება პასუხისმგებლობას მხოლოდ ბავშვებს აკისრებს. ახალგაზრდა თაობის არასწორი აღზრდა – ჩვენი დროის პრობლემაა. ამისი შედეგი – მიტოვებული და მივიწყებული მოხუცები არიან, რომელთა შვილებს მათთვის არ სცალიათ. მშობელი, რომელიც სიყვარულს ამჟღავნებს თავისი შვილის მიმართ და მას ღმერთის კანონს ასწავლის საკუთარი მაგალითით, როგორც წესი, სიბერეშიც არ რჩება პატივისცემის გარეშე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.