არა კლა. (გამოსვლა 20:13)

არა კლა. (გამოსვლა 20:13)
ეს ერთ-ერთი ყველაზე მოკლე და ამავე დროს ყველაზე განსჯადი მცნებაა. კაციობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანები ცდილობენ გაიგონ, რა ჰქონდა მხედველობაში ღმერთს. ძველებრაული ზმნა „რატცახ“ (კვლა) აღნიშნავს „კვლას კანონსაწინააღმდეგოდ და განზრახულად.“ ლაპარაკია გააზრებულ მკვლელობაზე ანგარებით და არა იმ სიტუაციაზე, როცა ადამიანი იძულებულია დაიცვას თავისი სახლი და ოჯახი სასიკვდილო საფრთხისგან.
არ არსებობს უნივერსალური შაბლონი, რომელიც ყველა სიტუაციას მოერგება მსოფლიოში, სადაც ძალადობრივი სიკვდილით ყოველ დღე ასობით ადამიანი იღუპება. ისეთი საკითხები, როგორებიცაა: აბორტი, ევთანაზია, თვითმკვლელობა, მკვლელობა გაუფრთხილებლობით, თავდაცვა, სიკვდილით დასჯა, ომი და სხვა ცალკე განხილვას იმსახურებს.
დანამდვილებით ერთი რამის თქმა შეიძლება: ადამიანის სიცოცხლე – დიდი ფასის მქონეა ღვთის თვალში. საინტერესოა, რომ მცნება „არა კლა“ – მეექვსეა, როგორც ის დღე, როცა შეიქმნა ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად. ადამიანი თავიდანვე იქნა დაჯილდოვებული არა მხოლოდ აზროვნების უნარით, არამედ სინდისითაც, რომელიც გვკარნახობს, როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ შემოქმედს აქვს პრეროგატივა და უფლება მისცეს და წაართვას სიცოცხლე.
გარკვეულწილად ღმერთის ბრძანება „არა კლა“ ვრცელდება ასევე ჩვენს დამოკიდებულებაზე ბუნებისა და ცხოველთა სამყაროს მიმართ. ღმერთი ერთმნიშვნელოვნად კიცხავს ისეთ მკვლელობას, რომელიც უაზროა და არაფრით არის გამართლებული.