არ იქურდო. გამოსვლა 20:15

არ იქურდო. გამოსვლა 20:15

ალბათ, მცნება „არ იქურდო“ – ყველაზე ხშირად ირღვევა ათი კანონიკური მცნებიდან. დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თუნდაც ერთხელ პირდაპირ თუ ირიბად არ დაურღვევია ის. ამ მცნებას უნდა შევხედოთ არა მხოლოდ მატერიალური და ინტელექტუალური, არამედ სულიერი კუთხითაც. პირველყოვლისა ქურდობად მიიჩნევა იმ მატერიალური ფასეულობების  მითვისება, რომლებიც  ადამიანს კანონიერად არ ეკუთვნის, დაწყებული ბანალური ძარცვით, დამთავრებული ფასეული ნივთების  წაღებით სამუშაო ადგილიდან ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე. ნასესხები ფულის ან ნივთების არ დაბრუნებაც ამ კატეგორიაში ხვდება. ყველა დროში ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად ითვლებოდა ნაკლებ დაცული ადამიანების, ისეთების როგორებიც არიან: ობლები, ქვრივები, სნეულები და მოხუცები, გაძარცვა.  ღმერთი აუცილებლად დაიცავს მათ, ჩაერევა ამ საქმეში, და ადრე თუ გვიან დასჯის ამის გამკეთებელს.

ქურდობის მეორე სახე – ინტელექტუალური საკუთრების არაკანონიერი გამოყენებაა. ეს შეიძლება იყოს არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა, პლაგიატი, სხვისი საავტორო უფლებების მითვისება და მრავალი სხვა.

ქურდობის კიდევ ერთი სახე – ასე ვთქვათ, ღმერთისაგან მოპარვაა. ბევრი ჩვენგანი უფალმა აკურთხა იმით, რომ ფინანსურად უზრუნველჰყოს საკუთარი თავი, თავისი ოჯახი, ამიტომაც ლოგიკური იქნებოდა ჩვენი სახსრების ნაწილი გაჭირვებულებს მოვახმაროთ. ღმერთმა განსაკუთრებით აღნიშნა ასეთი დახმარების მნიშვნელობა და ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებული დავალებაც დატოვა, რომელიც მეათედის სახელით არის ცნობილი. ვილოცოთ, რომ ჩვენი სინდისის მეშვეობით მოსმენილმა ღმერთის წყნარმა ხმამ ჩვენი ცხოვრების ეს სფეროც მოაწესრიგოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.