ცრუ მოწმედ არ დადგე შენი მოყვასის წინააღმდეგ. გამოსვლა 20:16

ცრუ მოწმედ არ დადგე შენი მოყვასის წინააღმდეგ. გამოსვლა 20:16

ცრუ მოწმეობა – სიმართლის გამრუდებაა. კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, ამ ერთის შეხედვით უწყინარ ცოდვას ტანჯვა და უბედურება მოაქვს ადამიანებისათვის. საკმარისია გავიხსენოთ შუასაუკუნეებში გაჩაღებული ინკვიზიციის კოცონები ჯადოქრობაში გამოგონილი ბრალდებების გამო; ასევე დასმენები, რასაც ტოტალიტარული რეჟიმები უწყობენ ხელს და რამაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საკონცენტრაციო ბანაკებში. ჩვენ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ სიცრუე და ცილისწამება მოყვასზე უტოლდება მკვლელობას, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი აზრით. ცილისმწამებელთა და ცრუმოწმეთა სინდისზე  ათასობით დანგრეული ოჯახი,  განადგურებული ცხოვრება, თვითმკვლელობები და სამხედრო კონფლიქტებია.

როგორ არ უნდა დავდგეთ ცრუმოწმეობის გზაზე და არ ვიყოთ მისი ხელშემწყობი? პირველ რიგში, საჭიროა გავიგოთ ამისი პირველმიზეზი. ყოველგვარი სიცრუის მამას ბიბლია ეშმაკს უწოდებს: „როდესაც სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამა“ (იოანეს სახარება 8:44). ხშირად ცრუმოწმეობის უკან დგას სურვილი სახელი გაუტეხო ადამიანს საკუთარი ანგარებიანი მიზნების გამო, დგას შურისა და ეჭვის გრძნობა მოყვასის მიმართ, დგას სურვილი სხვა ადამიანის ნაკლოვანებების ფონზე თავად გამოიყურებოდე უკეთ, დგას ელემენტარული სიბრიყვე და თავშეუკავებლობა ლაპარაკისას. თითოეულმა ჩვენგანმა ყოველთვის უნდა შეამოწმოს საკუთარი თავი, და ნახოს თუ არის მასში ასეთი მოტივები.

უარი მონაწილეობა მიიღო ისეთ საუბარში, რომელშიც სხვებს კიცხავენ, – საუკეთესო ხერხია არ გახდე ამ მცნების დამრღვევთა თანამონაწილე. ჭორები ვერ იარსებებს, თუკი არ გამოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც ისმენენ ამ ჭორებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.