‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’

‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’

„და შეეკითხა მას ერთი მათგანი, რჯულის მცოდნე, გამოსაცდელად: „მოძღვარო, რომელი მცნებაა რჯულში ყველაზე დიდი?“ უთხრა მას: „’შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’ ეს არის პირველი და ყველაზე დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’ ამ ორ მცნებას ემყარება მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“ მათეს სახარება 22:35-40

დედამიწაზე ყოფნისას, უფალმა იესომ მკაფიო გახადა ჩვენი ურთიერთობა ღმერთის რჯულთან, როდესაც ყველა მცნება ამ ორზე დაიყვანა: შევიყვაროთ ღმერთი და შევიყვაროთ მოყვასი. სიყვარულის ეს ორი სფერო განუწყვეტლად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ერთის მხრივ, ჩვენ არა გვაქვს უფლება ვამტკიცოთ, რომ გვიყვარს ღმერთი, და ამ დროს არ გვიყვარდეს ადამიანები, რომლებიც მან შექმნა. მეორეს მხრივ, ჩვენ ვერ შევძლებთ სრულყოფილად გვიყვარდეს ადამიანები, თუ სიყვარულით არ ვართ შეერთებულნი ღმერთთან. სწორედ სიყვარული და არა რჯულის დიქტატი აღძრავს ადამიანს ნებაყოფლობით დაიცვას ღმერთის მცნებები.

ათი მცნების შესწავლის შემდეგ, ჩვენ შეიძლება უნუგეშო დასკვნასთან მივიდეთ: არცერთ ადამიანს არ შეუძლია მათი დაცვა სრულად. წმიდა წერილი გვეუბნება: „რადგან, ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება“ (იაკობის წერილი 2:10). ეს მნიშვნელოვანად ცვლის წარმოდგენას საკუთარ სიმართლეზე, ასე არ არის?

საქმე იმაშია, რომ ღმერთის კანონი ჩვენ გვთავაზობს მიმართულებას, და არა გამართლებას. ჩვენ არ შეგვიძლია გავმართლდეთ ღვთის წინაშე იმისი შესრულებით, რისი შესრულებაც არ შეგვიძლია. გამართლება შესაძლებელია მხოლოდ იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით, ვინც ჩვენი უფალი და პირადი მხსნელია. ჩვენ შეგვიძლია „… გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით, რადგან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება“ (გალატელთა წერილი 2:16). ღმერთი გვამართლებს არა ჩვენი დამსახურებების გამო, არამედ თავისი დიდი სიყვარულის, წყალობისა და გოლგოთის ჯვარზე იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის გამო. მხოლოდ ის არის საჭირო, რომ მივიღოთ მისი საჩუქარი, მოვინანიოთ და პატიება ვითხოვოთ ჩვენი ცოდვებისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.