რადგან გამოჩნდა ღმერთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი. (ტიტეს მიმართ 2:11)
რადგან გამოჩნდა ღმერთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი. (ტიტეს მიმართ 2:11)
„რადგან გამოჩნდა ღმერთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი, ჩვენს აღსაზრდელად, რათა უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი და ვიცხოვროთ ამქვეყნად გონივრულად, სამართლიანად და ღვთისმოსაობით.“ (ტიტეს მიმართ 2:11-12)
მადლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია – ადამიანის ხსნა სულიერი სიკვდილისგან. ეს თავისებური სახის მაშველი რგოლია ქვეყნიერების ცოდვიანი ცხოვრების მღელვარე ზღვაში. ყველას, ვინც მზად არის ხელი ჩასჭიდოს ღვთის მადლის მაშველ რგოლს გარანტირებული აქვს ხსნა. სამწუხაროდ, ბევრი უარყოფს ზეციურ დახმარებას, განაგრძობს დამოუკიდებელ მცდელობებს და თავად ებრძვის საკუთარ ცოდვიან ბუნებას.
ადამიანს შეუძლია სხვადასხვანაირად მიუდგეს ღვთის წყალობის გამოვლინებას. მაგალითად, მას შეუძლია უარი თქვას მასზე და ვერ დაინახოს მისი საჭიროება და ფასეულობა. ზოგნი თვლიან, რომ მადლი და ღმერთის რწმენა მხოლოდ „ყავარჯნებია“ სუსტების და საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანებისთვის. ასეთი აზრი – სხვა არაფერია, თუ არა სიამაყის გამოვლინება. ღვთის წყალობის უგულებელყოფით, საკუთარ თავს ტანჯვისა და წარუმატებლობებისთვის ვწირავთ.
არასწორია ფიქრი, რომ ღმერთმა თავისი წყალობა ქრისტეში მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრისთვის გამოავლინა. უზენაესი თავის მადლს თითოეულ ადამიანს სთავაზობს, დამოუკიდებლად საცხოვრებელი ქვეყნისა და კანის ფერისა. სწორედ ამაში მჟღავნდება ღმერთის არაპირმოთნე სიყვარული, რომლის მიცემაც მას ყველასთვის თანაბრად სურს: მდიდარი იქნება თუ ღარიბი, განათლებული და უბრალო. თითოეულმა თავად უნდა უპასუხოს კითხვას: მსურს რომ მივიღო ღვთის მადლი თუ გულგრილი დავრჩე მის მიმართ.
