„… მადლით ხართ გამოხსნილნი, რწმენის წყალობით…“ (ეფესელთა მიმართ 2:8)

„… მადლით ხართ გამოხსნილნი, რწმენის წყალობით…“ (ეფესელთა მიმართ 2:8)

„რადგან მადლით ხართ გამოხსნილნი, რწმენის წყალობით, და ეს თქვენი კი არა, ღმერთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიქადოს.“ (ეფესელთა მიმართ 2:8-9)

„მადლი – არ არის ჩემთვის, მე ვერასოდეს შევძლებ მის დამსახურებას…“ დაახლოებით ასე ფიქრობს ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც აცნობიერებენ თავიანთ ცოდვიანობას. და მართლაც, ვინ ვართ ჩვენ, რომ იმედი გვქონდეს ღმერთის წყალობისა? ჩვენ ხომ შორს ვართ სრულყოფილებისგან.

შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ უზენაესს მხოლოდ კარგები უყვარს, თუმცა გვავიწყდება, რომ სწორედ მისი სიყვარული ხდის ადამიანს კარგად. ბიბლია არ არის ისტორია იმის შესახებ, რომ ღმერთი მხოლოდ იდეალურ ადამიანებს ეძებს, არამედ იმის შესახებაა, როგორ იხსნის ის და პატიობს, იდეალურობისგან შორს მდგომ ადამიანებს. ის გარდაქმნის უკეთურებს კეთილშობილებად, ცოდვილებს წმიდებად. სწორედ ამაშია შესანიშნავი სიახლე ჩვენთვის! არავითარ, საუკეთესო ქცევასაც კი არ შეუძლია მიგვაახლოვოს ღმერთის სიყვარულთან. პირიქით, სწორედ იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლი და ჩვენი  გამოხმაურება ღვთის სიყვარულზე წარმოქმნის ჩვენში მოტივაციას ვაკეთოთ სიკეთე. არ შეიძლება ღმერთისგან დადგენილ ამ კანონზომიერებაში ცვლილებების შეტანა.

ცოდვებისაგან ხსნას ვერაფერს შესძენს ჩვენი დამსახურება. არაფერი გვაქვს დასაქადი. მხოლოდ ღმერთი თავისი წყალობით გადაგვარჩენს საუკუნო სიკვდილისგან და გვაძლევს ახალ სიცოცხლეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.