ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემს მომავლინებელს იწამებს, საუკუნო სიცოცხლე ექნება და არ განისჯება, არამედ გადავა სიკვდილიდან სიცოცხლეში.
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემს მომავლინებელს იწამებს, საუკუნო სიცოცხლე ექნება და არ განისჯება, არამედ გადავა სიკვდილიდან სიცოცხლეში.
იოანეს სახარება 5:24
რას წარმოადგენს ცხოვრება? მხოლოდ მოკლე არსებობას დედამიწაზე? იესო ხშირად მიმართავდა მსმენელების ყურადღებას იმისაკენ, რაც ადამიანისათვის ყველაზე მთავარია — ეს სულის ხსნა და ღმერთთან მარადიული ცხოვრებაა.
ბევრი ადამიანი უგულებელყოფს იესოს სიტყვებს, და საკუთარ წარმოდგენაში აგებენ ზეცისაკენ მიმავალ გზას. ეს შესაძლოა ჩვენი კეთილი საქმეები იყოს, შესაძლოა მორალური თვისებები ან კეთილი მოწმობა გარეშეთა მხრიდან. ყოველივე ეს არ გამოდგება ხსნაში დარწმუნების საფუძვლად. ეს ყოველივე ვერ მიგვიყვანს ჩვენ ზეცაში.
იესო მკაფიოდ გვეუბნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი გზა. ერთი გზა — ღმერთისკენ მიდის მისი ძის მეშვეობით, მეორე კი — საუკუნო სულიერი სიკვდილისაკენ მის გარეშე. ჭეშმარიტება იმაშია, რომ ღმერთი სამსჯავროსგან ათავისუფლებს იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიყვარეს მისი ძე, და ისინი სულიერი სიკვდილის მდგომარეობიდან სიცოცხლეში გადაჰყავს.