ნეტარ არიან ღატაკნი სულით, რადგან მათია ცათა სასუფეველი
ნეტარ არიან ღატაკნი სულით, რადგან მათია ცათა სასუფეველი
მათეს სახარება 5:3
სიტყვა „ღატაკი“ მოცემულ კონტექსტში — გასაჭირში მყოფი ადამიანი კი არ არის, არამედ ის ადამიანია, ვინც ღიად ითხოვს იმას, რაც მას არ კმარა, ანუ აღიარებს თავის საჭიროებას, იქნება ეს სამოსი, ფული თუ საკვები. ამ შემთხვევაში იესო არ ლაპარაკობს იმ ღატაკებზე, რომლებიც სოციალურ ჯგუფს წარმოადგენენ, არამედ მას მხედველობაში აქვს სულის მდგომარეობა, რომელსაც მუდამ სჭირდება კავშირი თავის შემოქმედთან. „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი,“ — თქვა ერთხელ ბერძენმა ფილოსოფოსმა სოკრატემ. რაღაც ამის მსგავსს წარმოაჩენს ის ადამიანი, რომლის სულიც აღიქვამს სულიერ სიღატაკეს. ასეთი ადამიანები აცნობიერებენ, რომ ყველა თავის წამოწყებაში ისინი უნდა დაეყრდნონ არა იმდენად თავიანთ ძალას, გონებას, კავშირებსა და ფულს, რამდენადაც ღმერთის წყალობასა და მის კურთხევას. ეს მდგომარეობა საპირისპიროა ადამიანის სიამაყისა და მას თავმდაბლობა ეწოდება. იმისი აღქმა, რომ სრულად ხარ დამოკიდებული შემოქმედზე, მიაგო დიდება მას, თქვენს ცხოვრებაში გამოვლენილი ყველა კურთხევისათვის, — არის სწორედ ჭეშმარიტი ნეტარება.