ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას.
ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას.
მათეს სახარება 5:5
თვინიერება — ძალიან ახლოს დგას თავმდაბლობასთან. იგი ეხმარება ადამიანს მოთმინებით გადაიტანოს შეურაცხყოფა, არ გაღიზიანდეს, არ აღშფოთდეს და არ მოინდომოს სამაგიეროს გადახდა. თვინიერება — ის თვისებაა, რომელიც თავის თავში მოიცავს ხასიათის სირბილეს და სულის სიმტკიცეს. ამ თვისებას ფლობდნენ ბევრი ბიბლიური გმირები. თუმცა არ უნდა გავაიგივოთ თვინიერება უნებისყოფობასა და სუსტ ხასიათთან. ბიბლიაში მოსე, ყველა ადამიანთა შორის უთვინიერეს ადამიანად არის მოხსენიებული (რიცხვთა 12,3), თუმცა ეს არ გამხდარა ხელისშემშლელი მიზეზი, რომ ყოფილიყო გაბედული და ნებისყოფით სავსე (გამოსვლა 32:27-28). ჩვენი უფალი იესო ქრისტე, ვინც ნებაყოფლობით მიიღო სიკვდილი გოლგოთის ჯვარზე, იყო თვინიერი და გულით მდაბალი. ქრისტიანების ნეტარება მდგომარეობს შემდეგში: ხდებიან რა თავისი უფლის მსგავსნი, ემსგავსებიან რა მას ხასიათით, და მათ შორის თვინიერებით, ისინი მიიღებენ უმაღლეს ჯილდოს — ცათა სასუფეველს.