ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სასუფეველი.
ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სასუფეველი.
მათეს სახარება 5:10
ყველა ჩვენგანისათვის ცნობილია გამოთქმა „დინების საწინააღმდეგოდ ცურვა.“ ეს ფრაზა იმ ადამიანების ცხოვრებისეულ პოზიციას აირეკლავს, ვინც უპირისპირდება საყოველთაოდ მიღებულ იდეოლოგიას. თუ ჩვენ ღმერთის სიმართლისა და მისი კანონების მიხედვით ცხოვრება გვსურს ამ ქვეყნად, რომელიც ბოროტებით და სიავით არის სავსე, ჩვენც შევხვდებით ადამიანების მხრიდან გაუგებრობასა და უარყოფას. იესომ თქვა: „მე თუ მდევნიდნენ, თქვენც გდევნიან. . . (იოანეს სახარება 15:20). დაამოწმო ჭეშმარიტება, ნიშნავს დაუპირისპირდე წუთისოფლის სიცრუეს. განა არ ჯობია, მშვიდად გწამდეს საკუთარ გულში და არ ილაპარაკო ღიად საკუთარ შეხედულებებზე და არ გამოიწვიო გაუგებრობა და მრისხანება? არა, არ ჯობია, ასე არ გამოვა. ჩვენი რწმენა — პასიური ცხოვრებისეული პოზიცია არ არის. თითოეული მორწმუნე ადამიანი მოწოდებულია, მარილის მსგავსად, დაიცვას ეს მსოფლიო ხრწნისგან, მოაშუშოს მისი ჭრილობები და დაამოწმოს ჭეშმარიტების შესახებ. ღმერთის სასუფეველში კი უკვე აღარ იქნება ტყუილი და სიცრუე და ნეტარები ეწოდებათ მათ, ვინც იცავდა ღვთაებრივი ჭეშმარიტების პრინციპებს და არ უფრთხოდა წინააღმდეგობასა და გასაჭირს.