„დაუკვირდი უმანკოს და უმზირე მართალს, რადგან მშვიდობიან კაცს ეკუთვნის მომავალი.“ ფსალმუნი 36:37
„დაუკვირდი უმანკოს და უმზირე მართალს, რადგან მშვიდობიან კაცს ეკუთვნის მომავალი.“ ფსალმუნი 36:37
ყველა გონიერ ადამიანს აქვს შედარების, ანალიზისა და დასკვნების გაკეთების უნარი. ჯანსაღი გონება გვკარნახობს რა არის კარგი და რა არის ცუდი. როცა ვაკვირდებით ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები მათი ცხოვრების შესახებ. შესაძლოა, ჩვენ რაღაცით მათი მსგვსებიც კი გვინდა რომ ვიყოთ. მეფსალმუნე დავითი მოგვიწოდებს ყურადღება მივაქციოთ მართალ და უმანკო ადამიანებს. არა უბრალოდ რელიგიურებს, არამედ ისეთებს, რომლებიც ღმერთთან ახლო ურთიერთობებში ცხოვრობენ. როგორც წესი, ასეთი ადამიანების ცხოვრება ღვთაებრივი მშვიდობით არის სავსე. სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა, მათგან გონივრული რჩევისა და მხარდაჭერის მიღება. ღმერთს სურს, რომ ჩვენც ასეთი ადამიანები გავხდეთ. ღმერთის ყოფნა ადამიანის ცხოვრებაში გაანათლებს მის გონებასა და სულს, მიანიჭებს მშვიდობასა და სიბრძნეს გადაწყვეტილებათა მიღებისას.