იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა… ლუკას სახარება 11:2
იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა… ლუკას სახარება 11:2
მთელი ქმნილება, ადამიანების ჩათვლით, შეიქმნა ღმერთის ბრძნული გეგმისა და მისი ნების თანახმად. შემოქმედს მშვენიერი გეგმა ჰქონდა თავისი ქმნილებისთვის. თუმცა ეშმაკის წაქეზებით ადამიანმა უგულებელყო ღვთის ნება, რის შედეგადაც ურთიერთობები მასა და ღმერთს შორის დაინგრა. ადამის შთამომავლებმა ცხოვრება საკუთარ შეხედულებებისამებრ და საკუთარი ცოდვილი სურვილებით დაიწყეს. რა თქმა უნდა ამაზე არ იყო ღვთის ნება. ლოცვაში „მამაო ჩვენო“ ჩვენ ვითხოვთ, რომ ღვთის ნება დედამიწაზე ზუსტად ისევე აღსრულდეს, როგორც ის სრულდება ცათა შინა, ანუ ანგელოზთა სამყაროში. ამ სიტყვების წარმოთქმისას, ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვსურს და თანახმანი ვართ მოვიქცეთ ღმერთის ნებისამებრ. არ არის ძნელი ვთქვათ: „იყოს ნება შენი,“ როდესაც დარწმუნებულები ვართ ღმერთის სიბრძნეში, რომელსაც შეუძლია სწორად წარმართოს ჩვენი ცხოვრება. თუმცა ამისათვის ნებაყოფლობითი და გააზრებული გადაწყვეტილებაა აუცილებელი.