…არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. მათეს სახარება 6:13

…არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. მათეს სახარება 6:13

ბიბლიის თანახმად, ბოროტება რაღაც ნეგატიური აბსტრაქტული ძალა ან ენერგია არ არის. ბოროტება – კონკრეტული პიროვნებაა, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთს და ყველას, ვინც სინათლის მხარეზე იმყოფება.

სანამ გარეგნულად გამოვლინდება, ბოროტება როგორც წესი, ადამიანის გულში იბადება. ცოდვიანი აზრებითა და სურვილებით სატანა ცდილობს აგვაცდინოს სიმართლის გზას, და ამისათვის ის ჩვენს სისუსტეებს იყენებს. ზოგთათვის ეს სიამაყეა, ზოგიერთებისთვის შური ანდა სიყვარული ფულისადმი, ზოგთათვის კი სხვადასხვა სახის დამოკიდებულება (ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ა. შ.). და თუმცა სატანას ცდუნებათა მოგონების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს, იგი უძლურია დაამარცხოს ღმერთის სიმართლე. აი რატომ ვთხოვთ ღმერთს გამოგვიგზავნოს აუცილებელი დაცვა, რათა ადგილი არ მივცეთ მაცდურს ჩვენს აზრებსა და ქცევებში. ცდუნებების დაძლევა მათ დასაწყისშივეა საჭირო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.