რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ. მათეს სახარება 6:13
რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ. მათეს სახარება 6:13
ლოცვის „მამაო ჩვენო“ დამამთავრებელი ნაწილი – გაცხადებაა ღმერთის დიდებულებისა და ხელმწიფებისა მთელ ფიზიკურ და სულიერ სამყაროზე. იმის გამო, რომ ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ, არ შეგვიძლია მთელი სისრულით აღვიქვათ, როგორ პიროვნებასთან გვაქვს საქმე. მხოლოდ მაშინ, როცა წარვსდგებით ღმერთის წინაშე, ჩვენ ბოლომდე გაგვეხსნება მთელი მისი დიდება და ძალა. ქრისტე ნაწილია ამ დიდებისა, ამიტომაც მან იცოდა, რაზე ლაპარაკობდა.
იესო ქრისტეს გამოგზავნით ცოდვილ ქვეყნიერებაზე, მამა ღმერთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ მუდმივი ერთობა გვქონოდა მასთან ამ ცხოვრებაშიც და მარადისობაშიც. დღეს, ამქვეყნად მცხოვრები თითოეული ადამიანი, არჩევანის წინაშე დგას: მოინანიოს ცოდვები და მიიღოს ღმერთი თავისი ცხოვრების უფლად ანდა გულგრილი დარჩეს მისი სიყვარულის მიმართ.
დაე გაკურთხოთ ღმერთმა, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ!