„რადგან ღმერთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები არ არის მძიმე.“ იოანეს 1 წერილი 5:3
„რადგან ღმერთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები არ არის მძიმე.“ იოანეს 1 წერილი 5:3
სანამ ჩვენ ათი მცნების აზრს ჩავწვდებით, საჭიროა გავიგოთ, თუ რა მიზეზის გამო უნდა შევასრულოთ ისინი. ვინ და რა მიზნით მისცა ის ადამიანებს? ყველა ქვეყანაში არსებობს საკანონმდებლო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს კანონებს დროის კონტექსტისა და მოცემული სოციუმის კულტურის შესაბამისად. სამწუხაროდ, საერთო ტენდენცია ისეთია, რომ ქცევა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე საზოგადოება კიცხავდა და ცოდვიანად თვლიდა, დღეს ნორმად საღდება. ეს არის არასაქორწინო კავშირები, აბორტი, ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაცია და სხვა. ეს ყოველივე იმის გამო ხდება, რომ კანონებს იღებენ ის ადამიანები, რომლებიც თავადაც ცოდვილები არიან. ისინი ცდილობენ ასიამოვნონ თანამედროვე საზოგადოებას და სურთ გაამართლონ საკუთარი ცოდვიანი ცხოვრება.
მცნებები, რომლებიც მოსემ მიიღო სინაის მთაზე, თავად ღმერთისგან მომდინარეობდა, ვინც უცოდველია თავისი ბუნებით და არ იცვლება ვინმეს საამებლად ან გარემოებების შესაბამისად. ამიტომაც მხოლოდ მის მიერ მოცემული კანონები უნდა დარჩეს ჩვენთვის ორიენტირად და საყრდენად. ედემის ბაღში ეშმაკმა შესძლო ადამიანების დარწმუნება, რომ არ დამორჩილებოდნენ ღმერთს, მის დადგენილ კანონებს და ეცხოვრათ საკუთარი სურვილების მიხედვით. ასეთმა დამოკიდებულებამ ადამიანი გარყვნა და სულიერი და ფიზიკური სიკვდილი მოიტანა. ღმერთმა, ვინც მოსიყვარულე მამაა, იცის რა არის უკეთესი მისი შვილებისთვის. ჩვენი სიყვარული კი ზეციური შემოქმედისადმი მისი მცნებების მორჩილებაში მჟღავნდება. მხოლოდ ღვთიური წინამძღოლობით შესძლებს ადამიანი იპოვოს სიმშვიდე, დარწმუნება და ბედნიერება.