ნუ ახსენებ უფლის, შენი ღმერთის სახელს ამაოდ… გამ. 20:7

ნუ ახსენებ უფლის, შენი ღმერთის სახელს ამაოდ… გამ. 20:7

ნუ ახსენებ უფლის, შენი ღმერთის, სახელს ამაოდ, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მახსენებელი.“ გამოსვლა 20:7

მესამე მცნება, მინიმუმ, სამ მნიშვნელოვან გაფრთხილებას შეიცავს.

პირველ რიგში, ჩვენ არ უნდა დავუშვათ ფამილიარობა ღმერთთან და მის სახელთან მიმართებით. ხშირად ადამიანები ღმერთის სახელს მხოლოდ სიტყვების დაკავშირების მიზნით ახსენებენ. მეორე რიგში, ღმერთი გვიკრძალავს მოვიხსენიოთ მისი სახელი საკუთარ დაპირებებსა თუ ფიცებში. გაუფრთხილებელი და დაუფიქრებელი დაპირება ღმერთის სახელის გამოყენებით არ უნდა დასცდეს ჩვენს ბაგეებს. „პირველყოვლისა, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ცას და ნურც მიწას, ნურც სხვა რაიმე საფიცარს. თქვენი „ჰო“ იყოს ჰო და „არა“ – არა, რათა სამსჯავროს ქვეშ არ მოხვდეთ“ (იაკობის წერილი 5:12).

მესამე, ჩვენ არ უნდა ვეცადოთ წონიანი გავხადოთ ჩვენი სიტყვები ღმერთის სახელის გამოყენებით. გამონათქვამები, როგორიცაა ვთქვათ: „ღმერთმა მითხრა“ ან „ღმერთმა მიბრძანა“ წმიდა წერილით უნდა დადასტურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მხოლოდ გამონაგონი იქნება ან მცდელობა სასურველი სინამდვილედ გავასაღოთ. ღმერთის მიმართ სათანადო, პატივისცემით სავსე დისტანციის დაცვით, ჩვენ ერთდროულად ვამჟღავნებთ როგორც სიყვარულს უზენაესისადმი, ასევე საკუთარ მოწიწებასა და მოკრძალებას. ჩვენი საუბარი, ისევე როგორც მთელი ჩვენი ცხოვრება, გააზრებული და სუფთა უნდა იყოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.