„გახსოვდეს შაბათის დღე, რათა წმიდად შეინახო იგი. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყოველგვარი შენი საქმე, ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია… გამოსვლა 20:8-11

„გახსოვდეს შაბათის დღე, რათა წმიდად შეინახო იგი. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყოველგვარი შენი საქმე, ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია… გამოსვლა 20:8-11

დასვენების დღე პირველად ბიბლიაში, დაბადების წიგნშია ნახსენები. როცა ღმერთმა დაასრულა სამყაროს შექმნა ექვს დღეში, მეშვიდე დღეს დაისვენა. ისრაელიანებისათვის ათი მცნების გადაცემასთან ერთად, ღმერთმა უბრძანა მათ დაესვენათ მეშვიდე დღეს.

იმ დროისათვის დეკალოგიის მეოთხე მცნება ინოვაციური იყო. მაშინ მხოლოდ ებრაელ ხალხს ჰქონდა ოფიციალური, კანონით დადგენილი დასვენების ყოველკვირეული დღე, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებდა. ამასთან ისვენებდნენ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც.

თუმცა მცნების არსებობას შაბათთან დაკავშირებით მიზნად არა მხოლოდ ადამიანებზე ზრუნვა ჰქონდა, რათა მათ ფიზიკურად დაესვენათ და ძალები მოეკრიბათ მომავალი შრომისთვის. პირველ რიგში დასვენების ეს დღე თავისებური ნიშანი იყო მათსა და ღმერთს შორის (ეზეკიელი 20:12), რათა გამოჩენილიყო მათი სრული დამოკიდებულება მასზე.

ახალ აღქმაში ქრისტიანებს არა აქვთ მცნებად მიცემული დაიცვან შაბათი. ძირითად ყურადღებას ისინი უთმობენ „კვირის პირველ დღეს,“ ე. ი. კვირა დღეს. ამ დღეს, რომელიც შაბათს მოსდევდა, იესო ქრისტე აღდგა მკვდრეთით. მას შემდეგ ქრისტიანები ღვთისმსახურებისთვის იკრიბებიან კვირაობით (საქმეები 20:7).

მცნება დასვენების დღეზე შეგვახსენებს იმას, რომ მთელი ცხოვრება მუშაობას არ უნდა მივუძღვნათ. ადამიანისათვის აუცილებელია კვირაში ერთი დღე ჩამოშორდეს წუთისოფლის საქმეებს და დრო თავის შემოქმედთან ურთიერთობას მიუძღვნას: იკითხოს ბიბლია, ილოცოს და დაესწროს ღვთისმსახურებას.

მართლაც ყველა სიკეთე, რომელიც გვაქვს, ჩვენი დროის ჩათვლით, გვეკუთვნის არა ჩვენ, არამედ საჩუქარია ღმერთისგან. სამწუხაროდ დღეს ბევრმა ადამიანმა დაივიწყა ეს. მათთვის გამოსასვლელი დღე – მხოლოდ დასვენებისა და გართობის დღეა. მოდით გააზრებულად გამოვიყენოთ დასვენების ეს დღე, რათა ღრმად გავიგოთ და დავაფასოთ ღმერთის სიყვარული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.