არ იმრუშო. გამოსვლა 20:14

არ იმრუშო. გამოსვლა 20:14
ბიბლიური გაგებით მრუშობა – არასაქორწინო სექსუალური ურთიერთობაა. მეშვიდე მცნება მოწოდებულია, რომ იდგეს ცოლ-ქმრული ერთგულებისა და ოჯახის სადარაჯოზე. ებრაელები ამაყობდნენ თავიანთი საქორწინო ურთიერთობების სისუფთავით. როცა რომის ოკუპაციის დროს აქტიურად დაიწყო წარმართული ზნე-ჩვეულებების გავრცელება, მათ შორის სექსუალური აღვირახსნილობისა, იუდეველები კიცხავდნენ ამ „სიახლეებს“, და თავს გაბატონებულ წარმართებზე ღვთისმოსავებად თვლიდნენ. აღსანიშნავია, რომ იესო თავის ქადაგებებში მრუშობად არა მხოლოდ ფიზიკურ მოქმედებას თვლიდა, არამედ ადამიანის გულში გაჩენილ გულისთქმასაც. „გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’ მე კი გეუბნებით, რომ ყველამ, ვინც ქალს გულისთქმით შეხედა, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათეს სახარება 5:27-28).
ჩვენი ქცევა თავის საწყისს აზრებში, გრძნობებსა და სურვილებში იღებს. აუცილებელია, რომ ჩვენი გულის სადარაჯოზე ვიდგეთ, გავაკონტროლოთ და განვდევნოთ ყველაფერი ცუდი, რაც გარედან ცდილობს მასში შეღწევას. ჩვენზე დიდ ზეგავლენას ზემოქმედების გარეგნული წყაროებიც ახდენს, როგორებიცაა: ტელევიზორი, ინტერნეტი, ბეჭდური გამოცემები, ყოველგვარი სახის საზოგადოებები და სხვა ამისი მსგავსი. ის, რითაც ჩვენს გულს ვავსებთ, ადრე თუ გვიან ქმედებად გარდაიქმნება. ამიტომაც, მსგავს ცდუნებებთან ბრძოლაში საკუთარ ძალებს კი არ უნდა დავეყრდნოთ, არამედ დახმარებისათვის ღმერთს უნდა მივმართოთ.